00:35 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-30 13:25:43, 940 ნახვა

სამართალი
ირაკლი ნოზაძე თამთა ჯანჯღავასთან ნარკოტიკების მოტივით რაიმე კონფლიქტის დაწყებას გამორიცხავს

"ქუჩის ბიჭების" სოლისტი ირაკლი ნოზაძე სამართალდამცველებმა დღეს დაკითხონ.

ირაკლი ნოზაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ესაუბრა. მომღერალი ნარკოტიკების მოტივით რაიმე კონფლიქტის დაწყებას გამორიცხავს.

აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებს ირაკლი ნოზაძის დაკითხვა გუშინ ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მასთან გასაუბრება ვერ მოხერხდა.

"იმედის" ინფორმაციით, მომღერლის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული თამთა ჯანჯღავა აცხადებს, რომ ნოზაძეს ამფეტამინის შესაძენად 250 ლარი მისცა, თუმცა მერე ნარკოტიკის მიღება გადაიფიქრა და ფულის დაბრუნება მოითხოვა. 

ცნობისთვის, მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულ თამთა ჯანღავას და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულ ნათია თოფურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

შეგახსენებთ, ირაკლი ნოზაძეს თავს 25 ივნისს, წერეთლის გამზირზე დაესხნენ. მას ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.  თავდასხმის ბრალდებით სამართალდამცავებმა ორი გოგო გაადაკვეს. გამოძიება თამთა ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო მის მეგობარ ნათია თოფურიას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ჯანჯღავა ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ „პიკასოს“ მოკვლა არ სურდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics