|
2018-06-29 18:05:49, 729 ნახვა
ეკონომიკა
გაგუა: ჩვენ მიერ ინიცირებული სტრუქტურული რეფორმების მიზანია, ხელი შეუწყოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ „მეოთხე მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში" დაამტკიცა საქართველოს ეკონომიკის შეფასება, ასევე წარმატებით დაასრულა „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" (Extended Fund Facility) საქართველოში მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, სასტუმრო „ქორთიად მარიოტში" გაიმართა ბრიფინგი, რომელზეც მედიის წინაშე განცხადებები გააკეთეს ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეშომ. ფინანსთა მინისტრის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, პროგრამის მეორე მიმოხილვის დამტკიცებით, ხაზგასმულია ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ქვეყანაში მიღწეული პროგრესი და ამ მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯები. „ჩვენთვის საამაყოა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გვაქვს ძალიან წარმატებული პროგრამა. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრულად იზიარებს და მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას, ეკონომიკურ რეფორმებს, რომელიც მიმართულია ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისკენ, სადაც კერძო სექტორს ექნება მნიშვნელოვანი წარმმართველი როლი. ჩვენი პარტნიორები დადებითად აფასებენ მთავრობის პოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია მიმდინარე ხარჯების კონტროლზე, ხოლო გამოთავისუფლებული თანხები მიმართულია კაპიტალური ხარჯების ზრდის, დღგ-ის ზედმეტობების დაბრუნების და ფისკალური დეფიციტის შემცირებაზე," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ. მისი თქმით, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების გამოკვეთილი ტენდენცია უზრუნველყოფს სტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს და ქმნის ქვეყნის მდგრადი განვითარების ზრდის საფუძველს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)