22:34 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 18:01:02, 871 ნახვა

ეკონომიკა
ატმის ექსპორტი, გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა

მიმდინარე წლის 28 ივნისის მონაცემებით, საქართველოდან 1,608.6 ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 1,537.58 ტონით (22-ჯერ) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულება, 28 ივნისის მდგომარეობით, 85.1 ათასი აშშ დოლარს შეადგენს.

ატმის საბითუმო ფასი 50-დან 70 თეთრამდე მერყეობს.

ატმის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (60.7%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (24.3%),  სომხეთის რესპუბლიკაში (13.7%), ასევე ყაზახეთსა და კატარში  ხორციელდება.

ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში ფუნქციონირებს საორგანიზაციო შტაბი. შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.

2017 წლის სეზონზე ექსპორტირებული ატმის საერთო რაოდენობამ 10.9 ათასი ტონა, ხოლო საერთო ღირებულებამ 4.2 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა.

2016 წელს ექსპორტის მაჩვენებელი 5.8 ათას ტონას, ხოლო ექსპორტის მთლიანი ღირებულება 2.8 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics