10:18 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-27 12:18:57, 1013 ნახვა

ეკონომიკა
ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ავტორიზაცია მეოთხე ქართულმა ავიაკომპანიამ მოიპოვა

ქართული ავიაკომპანიები ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ავტორიზაციის პროცესის გავლას წარმატებით აგრძელებენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, EASA-მ მიმდინარე წელს უკვე მეორე ქართულ ავიაკომპანიაზე გასცა საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვა. ავტორიზაციის (EU safety authorisation for foreign air operators – PART-TCO) საფუძველზე, "Myway Airlines"-ს  ენიჭება უფლება, ერთი ცენტრალიზებული ნებართვით ოპერირება განახორციელოს EASA-ს წევრ ევროკავშირის 28 და თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაციის 4 ქვეყანაში.

ნებართვა ადასტურებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სრულ შესაბამისობას საავიაციო უსაფრთხოების ICAO-ს და ევროკავშირის სტანდარტებთან, ამასთანავე მოწმობს ქვეყნის მიერ ფრენების უსაფრთხოების ნორმების დაცვის და ზედამხედველობის მაღალ ხარისხზე (სხვა ელემენტებთან ერთად ავტორიზაციის პროცესში ყურადღება ექცევა ICAO-ს აუდიტის დროს გამოვლენილ შედეგებს). ნებართვა ძალაშია მანამ სანამ ოპერატორი აკმაყოფილებს PART-TCO რეგულაციის სტანდარტებს ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის მოწმობის გამცემი სახელმწიფო (საქართველო) არ შეაჩერებს ან გააუქმებს შესაბამისი სერტიფიკატის მოქმედებას.

„Myway Airlines"-ზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის 23 იანვარს, ხოლო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობა 23 თებერვალს გასცა. ამ ეტაპზე "Myway Airlines"-ის საკუთრებაში 2007 წელს გამოშვებული ორი ერთეული Boeing B 737-8AL იმყოფება. ავიაკომპანიის ბაზირების ადგილია საქართველო და იგი ქართული საფრენოსნო და ტექნიკური პერსონალით არის დაკომპლექტებული. EASA-ს საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვის ქონა გააადვილებს „Myway Airlines"-ის ოპერირებას ევროპულ საავიაციო ბაზარზე და ხელს შეუწყობს ავიაკომპანიის განვითარებას.

"Myway Airlines" რიგით მეოთხე ქართული ავიაკომპანიაა, რომელიც ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს საჰაერო უსაფრთხოების ერთიანი ნებართვის მფლობელი გახდა. მიმდინარე წელს, ცენტრალიზებული ნებართვა „GEO SKY" -ზე გაიცა, 2016 წელს კი EASA-ს ავტორიზაცია ავიაკომპანიებმა "Georgian Airways"-მა და "TCA"-მ მოიპოვეს. 2016 წლიდან, EASA-ს ავტორიზებული ნებართვის ქონა სავალდებულოა ნებისმიერი არაევროკავშირის ქვეყნის ოპერატორისთვის, რომელსაც სურვილი აქვს იფრინოს აღნიშნული გაერთიანების ტერიტორიაზე.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
აშშ-მ თეირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის ჩრდილოვან ტანკერებსა და ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics