|
2018-06-27 12:07:35, 987 ნახვა
პოლიტიკა
ასტანაში კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ტყეების ლანდშაფტების აღდგენის საკითხებზე იმსჯელეს
ყაზახეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ასტანაში გამართულ მინისტერიალზე კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ტყეების ლანდშაფტების აღდგენის საკითხებზე მრგვალი მაგიდის ფორმატში იმსჯელეს. საქართველოს დელეგაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ხელმძღვანელობდა. გამართულ შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბაშიძე. ტყის ლანდშაფტების აღდგენის ვალდებულება საქართველოს საერთაშორისო დონეზე აქვს აღებული. მინისტერიალის მრგვალი მაგიდის შეხვედრის მონაწილეებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს, როგორიცაა: ტყის ლანდშაფტების აღდგენა და მასთან დაკავშირებული ეროვნული და რეგიონული გამოცდილება, ტყის აღდგენის დაფინანსება. შეხვედრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს მხარეების მიერ ნაკისრი ვალდებულებების განხილვა წარმოადგენდა და მას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. სოლომონ პავლიაშვილმა, გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ განსაზღვრული გეგმის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება 2030 წლისთვის 1500 ჰა-ზე მოახდინოს ტყის გაშენებას და დამატებით 7 500 ჰა ტყის ფართობზე ხელს შეუწყობს ბუნებრივ განახლებას, ბუნებრივი ტყის საფარის აღდგენის მიზნით. ღონისძიება ორგანიზებული იყო ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მიერ, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)