16:53 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-26 14:37:01, 778 ნახვა

კომენტარი
სოზარ სუბარი: ახალ მთავრობაში ვერ მიხილავთ და ვერც პრეზიდენტობის კანდიდატად

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მთავრობის ახალ წევრებთან დაკავშირებით ინფორმაცია უახლოეს მომავალში გაჟღერდება.

როგორც მინისტრმა განმარტა, შესაბამის განცხადებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გააკეთებს.

„ძალიან კარგად მესმის, რომ პიროვნებებთან დაკავშირებით ინტერესი საკმაოდ დიდია, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თავად გააკეთებს განცხადებას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. ძალიან ცოტა დრო დარჩა შესაბამის ცვლილებებამდე. დაახლოებით მომდევნო კვირის ბოლომდე პარლამენტი შეძლებს ამ კანონპროექტის დამტკიცებას და შესაბამისი ცვლილებები ძალაში შევა“, - აღნიშნა მან.

კითხვაზე - რას აპირებს მას შემდეგ რაც მისი სამინისტრო გაუქმდება, სუბარმა აღნიშნა, რომ საკუთარ გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

დაიკავებს თუ არა სხვა სამინისტროს ხელმძღვანელი პირის თანამდებობას მინისტრმა განაცხადა, რომ „არა“.

„ჩემს გეგმებტან დაკავშირებით მოგვიანებით გაიგებთ. ერთადერთი პასუხი, რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრათ ეს არის, რომ - არა. ახალ მთავრობაში ვერ მიხილავთ”, - განაცხადა სუბამრა.

მისივე თქმით, ის არც პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics