05:53 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-26 10:10:38, 619 ნახვა

პოლიტიკა
ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შემადგენლობა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდება ცნობილი

ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შემადგენლობა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდება ცნობილი. 

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მასში მოხვდნენ, როგორც ენგურის ხიდთან მოკლული გიგა ოთხოზორიას, ისე ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის საქმეში მსჯავრდებული და ბრალდებული პირები.

"ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის" შედგენისა და მასში შემავალი პირებისთვის სანქციების დაწესებისკენ პარლამენტმა მთავრობას რამდენიმე თვის წინ, სპეციალური რეზოლუციით მოუწოდა.

„ჩვენ მაქსიმალურად ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რომ ადამიანები დავიცვათ იმ თვითნებობის და უბედურებისგან, რასაც ყოველდღიურად ოკუპანტი რეჟიმი ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტი პირის მიმართ დადგეს პასუხისმგებლობა", - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა სოფიო კილაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics