16:53 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 20:04:59, 816 ნახვა

კომენტარი
ზვიად ფხაკაძე: ჩვენი პასუხები იყო ადექვატური - თუ ვინმესთვის არ არის დამაჯერებელი, ეს სხვა კვლევის საგანია [ვიდეო]

„პროკურატურის არგუმენტები, მიმაჩნია, რომ შესაბამისი და ადექვატური იყო“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩის საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, კონკრეტულ კითხვებს, რომელიც დაკავშირებული იყო ფარდულთან, გაღუნულ დანასთან და სხვა დეტალებთან, არა მარტო ვერბალურად, არამედ ფოტოილუსტრაციის საფუძველზე გაეცა პასუხი.

„რაც შეეხება პასუხების შეფასებას, რამდენად არის თუ არ არის დამაჯერებელი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პასუხები არის შესაბამისი და კონკრეტულად რომელი პირისთვის არ არის დამაჯერებელი, ეს სხვა კვლევის საგანია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პასუხები იყო არგუმენტირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და თუ არა დამაჯერებელი იყო, ხვალაც მოვდივართ კომისიის სხდომაზე და შეგვიძლია დამატებით ვუპასუხოთ კითხვებს. რაც შეეხება სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერების მოპოვებას, ეს დაკავშირებულია სამართლებრივი პროცედურების განხორციელებასთან, მაგრამ ამასთანავე, მინდა გითხრათ, რომ სათვალთვალო კამერებზე არსებული ინფორმაცია, რაც უშუალოდ საქმესთან იყო კავშირში, ოპერატიული კუთხით იქნა დამუშავებული შესაბამისად და დანიშნულებისამებრ იქნა გამოყენებული“, - განაცხადა ფხაკაძემ.

კითხვაზე, რატომ არ დაიკითხა ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, რომელიც ხორავას ქუჩაზე ცხოვრობს, ფხაკაძემ აღნიშნა, რომ ის ღირებულ ინფორმაციას არ ფლობდა.

„მოწმეების დაკითხვასთან დაკავშირებით სხდომაზეც განვაცხადე, რომ არსებობს მოწმეების დამუშავების პროცედურები, რაც მოიცავს შემდეგს: ის ინფორმაცია, რაც მოწმემ უნდა მისცეს გამოძიებას, შესაძლებელია შეფასდეს წინასწარ და გატარებული იქნას სხვადასხვა ღონისძიებები, რათა მოწმემ გულწრფელად ისაუბროს საგამოძიებო ორგანოებთან. რაც შეეხება ბატონი ვაჩეიშვილის არ დაკითხვას, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, გასაუბრებისას ის არ ფლობდა დეტალურ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, შესაბამისად არ მოხდა მისი გამოკითხვა. რაც შეეხება მის მეუღლეს, ის გამოკითხულია დადგენილი წესით, თუმცა ხსენებული ქალბატონი ვერ ასახელებს, თუ რომელი პირის მიერ მოხდა ქმედების ჩადენა რომელი პირის მიმართებით. მას დაესვა კითხვები, შეეძლო თუ არა მისი ამოცნობა, თუმცა ქალბატონმა განაცხადა, რომ არ შეეძლო“, - განაცხადა პროკურორმა.

რაც შეეხება საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ზვიად ფხაკაძე აცხადებს, რომ ბრალდების მხარე განაჩენს გაასაჩივრებს და შეეცდება საკუთარი პოზიცია სააპელაციო სასამართლოში დაიცვას.

„სასამართლოს განაჩენში წერია, რომ გარკვეული ინფორმაცია, კონკრეტული მოწმის ჩვენება არ გაიზიარა მისი სანდოობის კუთხით. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ სასამართლოს მიერ რომ ყოფილიყო მოწმის ჩვენება გაზიარებული, სხვა გადაწყვეტილება იქნებოდა გამოტანილი. მაგრამ, მიუხედავად აღნიშნულისა, ბრალდების მხარე განაჩენს გაასაჩივრებს აუცილებლად და შევეცდებით, ჩვენი პოზიცია დავიცვათ სააპელაციო სასამართლოში“, - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხორავას ქუჩის საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძისა და შსს-ს წარმომადგენლის, კახა სირაძის გამოკითხვა დაახლოებით 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათი გამოკითხვა ხვალ, 15:00 საათზე გაგრძელდება.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics