13:46 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-24 21:00:10, 2618 ნახვა

მსოფლიო
დათვლილი ბიულეტინების 59,79 % მონაცემებით ერდოღანს ხმათა 55%, აქვს ხოლო ინჯეს 28.95%

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ბიულეტინების  59,79 პროცენტი დათვლილია. ამ შედეგებით, თურქეთის მოქმედ პრეზიდენტ რეჯებ თაიბ ერდოღანს ხმათა 55%,  ხოლო ოპოზიციის ლიდერს "რესპუბლიკური პარტიიდან" მუჰამერ ინჯეს კი 28.95% აქვს.

ამომრჩეველმა ხმა ქვეყნის მასშტაბით, 180 065 საარჩევნო უბანზე მისცა.

თურქეთის კონსტიტუციის მიხედვით, თუ რომელიმე კნდიდატმა 50% ნაკლები მხარდაჭერა მოიპოვა დაინიშნება არჩევნების მეორე ტური.

არჩევნებში მონაწილეობას სულ 56 მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს. აღსანიშნავია, რომ თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან საკუთარი პოზიცია 7-დან 19 ივნისამდე დააფიქსირეს.

თურქეთის პრეზიდენტობისთვის 6 კანდიდატი იბრძოლებს: მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი, "სახალხო ალიანსის" კანდიდატი რეჯეპ ტაიფ ერდოღანი, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი მუხარემ ინდჟე და დემოკრატიული პარტიის კანდიდატი სელახატინ დემირტაში, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.

გარდა ამისა, 100 ათასი ხელმოწერის საფუძველზე არჩევნებში კენჭს კიდევ 3 კანდიდატი იყრის. ესენი არიან: İYİ Parti-ს წარმომადგენელი მერალ აქშენარი, Saadet Partisi-ს თავმჯდომარე ტემელ კარამალაოგლუ და Vatan Partisi-ს ხელმძღვანელი დოგუ პერინჩეკი. აღსანიშნავია, რომ 6 კანდიდატიდან ერთ-ერთი ქალია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics