05:53 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-24 20:03:19, 918 ნახვა

პოლიტიკა
ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი გრძელდება

საქართველოს პარლამენტის ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია, რომელსაც შალვა კიკნაველიძე ხელმძღვანელობს, თეირანში ვიზიტს აგრძელებს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა დღეს ირანის ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარესთან, მოჰამედ რეზა ფურებრაჰიმისთან გაიმართა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების სხვადასხვა მიმართულებები განიხილეს. ასევე, აღინიშნა,  რომ საქართველო რეგიონის ლიდერია ბიზნესის კეთების კუთხით, რაც სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევებითაა დადასტურებული. მხარეების შეფასებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DჩFთA)  ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოში ბიზნესის კეთებას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის საპარლამენტო განზომილების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

დღესვე, საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრთან, მასუდ ქარბასიანთან გამართა. მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ენერგეტიკულ პროექტებს და სავაჭრო და სატრანზიტო კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებას.

დღესვე, ქართველი დეპუტატები ირანის ისლამური რესპუბლიკის შრომის, კოოპერაციისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრს, ალი რაბიის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, აბას ქეშავარზის შეხვდნენ. გამართულ შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით თანამშრომლობისა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს. ასევე, საუბარი შეეხებოდა მომდევნო მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში განსახილველ სხვადასხვა პროექტებს, რაზეც კომისია წლის ბოლოს იმსჯელებს.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და არაღიარების პოლიტიკას. ირანის ისლამური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტის წევრებს ირანის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს. 

ირანულმა მხარემ ურთიერთობისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაში ვანო ზარდიაშვილი, რუსლან გაჯიევი, ცოტნე ზურაბიანი, დიმიტრი მხეიძე და თენგიზ გუნავა შედიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics