|
2018-06-24 18:36:09, 1166 ნახვა
ეკონომიკა
ომანის სასულთნოსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო
15 ივნისიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ომანის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Salam Air-მა დაიწყო. რეგულარული რეისები მასკატი-თბილისი-მასკატის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით სრულდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ Salam Air-თან მოლაპარაკებებს 2015 წლიდან აწარმოებდა. საქართველოში ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით 25 ივნისს 13:00 საათზე სასტუმროში „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ საზეიმო ღონისძიება გაიმართება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი ქეთევან ალექსიძე და ავიაკომპანია Salam Air-ის აღმასრულებელი დირექტორი მოჰამედ აჰმედი გახსნიან. ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ომანის სასულთნოსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისების განხორციელება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროს განვითარებას, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და ახალი ბიზნესურთიერთობების ჩამოყალიბებას. საქართველოში Salam Air-ის ოფიციალური წარმომადგენლის, კომპანია ,,ვოიაჟერის“ გენერალური დირექტორის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ღონისძიების მიზანია ტურიზმში მოღვაწე კომპანიებისთვის და საავიაციო სფეროსთვის პროდუქტის გაცნობა. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Salam Air 2016 წელს დაფუძნდა. დღესდღეობით ავიაკომპანია მსოფლიოს 7 მიმართულებით კვირაში 116 რეისს ასრულებს.
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინაში Starlink-ის პრობლემების შემდეგ თავდაცვის გაძლიერებას განიხილავს:
კალაძე - რეალურად არ არსებობდა არანაირი ე.წ. NGO სექტორი და პოლიტიკური პარტიები, ეს იყო ერთი ძალა
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
|
რედაქტორის რჩევით
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)