2018-06-24 12:31:07, 905 ნახვა
პოლიტიკა
კონსულტაციები მთავრობის რეორგანიზაციის გეგმაზე დასრულდა
პრემიერ-მინისტრსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება შედგა, შედეგად: კონსულტაციები მთავრობის რეორგანიზაციის გეგმაზე დასრულდა.
ამის შესახებ "პირველ არხთან" პარლამენტის თავმჯდომარე ირკლი კობახიძემ განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრთან ერთად მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განვიხილეთ ძირითადი პრინციპები. პრინციპების დონეზე შევთანხმდით და ამის საფუძველზე პრემიერი წარმოგვიდგენს თავის გეგმას მთავრობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან საუბრისას.
ავტორი: ,