16:01 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-22 18:42:23, 1014 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრსა და სულხან-საბას უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრსა” და  შპს „სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მხარეები სასწავლო პრაქტიკისა და კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ. მემორანდუმს ცენტრის დირექტორმა თათია ხოჭოლავამ და უნივერსიტეტის რექტორმა ვაჟა ვარდიძემ მოაწერეს ხელი. 

შეთანხმების მიხედვით სასწავლო პრაქტიკას უნივერსიტეტის მიერ შერჩეული, სამართლის მიმართულების 12 სტუდენტი გაივლის. სტუდენტები სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ საქმიანობასა და პროგრამების მიმდინარეობასაც გაეცნობიან, დაინტერესების შემთხვევაში აქტივობების ორგანიზებაშიც ჩაერთვებიან. 

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ძირითადი საქმიანობა დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილების ხელშეწყობა, რისკ ჯგუფებთან მუშაობა და პირველადი დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებაა. ცენტრის მუშაობის ძირითადი პროგრამები და მიმართულებებია „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“, განრიდებისა და მედიაციის პროგრამა, დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან მუშაობა და პირველადი დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარება. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ახალგაზრდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისებას და სხვა.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics