08:47 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-22 17:22:12, 1690 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა“ შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკისგან 120 მილიონი ლარის ოდენობის რესურსი მოიზიდა

"თიბისი ბანკმა" და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა (BSTDB ) ხელი მოაწერეს 120 მლნ ლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას. მოზიდული ფინანსური რესურსი  მთლიანად მოხმარდება  თიბისი ბანკის მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას. 

ადგილობრივი ვალუტის რესურსი - 120 მლნ ლარი  შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკმა ლარში დენომინირებული ობლიგაციების საჯარო განთავსების შედეგად მოიზიდა. საჯარო ობლიგაციის განთავსების მენეჯერი  თიბისი კაპიტალი, თიბისი ბანკის შვილობილი საბროკერო კომპანია იყო. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციები განთავსებულია საქართველოს საფონდო ბირჟაზე, რაც კორპორაციული ობლიგაციების ყველაზე მასშტაბური საჯარო განთავსებაა საქართველოში, მათ შორის 2018 წლის განმავლობაში.

BSTDB-მა 2015 წლის შემდეგ მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად თიბისი ბანკისთვის  ფინანსური  რესურსი ადგილობრივ ვალუტაში უვკე მეორედ გასცა, რომლის ჯამურმა მოცულობამ 70 მლნ აშშ დოლარის ექვივალენტი შეადგინა ლარში.  

„აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს  ორ ინსტიტუციას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას და ვიმედოვნებთ, რომ  ეს თანამშრომლობა  კიდევ დიდხანს გაგრძელდება. 2003 წელს დაწყებული პარტნიორობის ფარგლებში, თიბისი ჯგუფზე ჯამურად 162 მლნ აშშ დოლარი გაიცა. დაფინანსების ადგილობრივ ვალუტაში მიღება ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად ფინანსური სექტორისათვის, რადგან ეს რესურსი  კლიენტებისთვის სესხების ადგილობრივ ვალუტაში გაცემის შესაძლებლობას გვაძლევს და კიდევ უფრო გააძლიერებს თიბისის პოზიციებს მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსების მიმართულებით.  ამასთანავე, ობლიგაციების გამოშვება ხელს შეუწყობს კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარებას", - აღნიშნა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„მოხარული ვართ, რომ ვაგრძელებთ წარმატებულ თანამშრომლობას  ჩვენს გრძელვადიან პარტნიორთან, თიბისი ბანკთან. აღნიშნული ფინანსური რესურსი მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის", - განაცხადა  შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, იჰსან უგურ დელიკანლმა.

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც აზერბაიჯანის, ალბანეთის, ბულგარეთის, თურქეთის, მოლდავეთის, რუმინეთის, რუსეთის, საბერძნეთის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის თანამშრომლობით დაარსდა. BSTDB-ს მიზანია მის წევრ ქვეყნებში ეკონომიკური განვითარებისა და რეგიონული თანამშრომლობის მხარდაჭერა სესხების, საკრედიტო ხაზების, ინვესტიციებისა და გარანტიების გაცემის საშუალებით. ბანკის საწესდებო კაპიტალია 3.45 მილიარდი ევრო.

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics