13:44 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-22 15:49:48, 940 ნახვა

კომენტარი
„ბულინგის გამო მოხდა ტრაგედია“ - დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატი 51-ე სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობის დაყენების საკითხზე საუბრობს

„მთავარი პროკურირი გადადგა თანანმდებობოდან, 51-ე სკოლის დირექტორი კი კვლავაც ინარჩუნებს თავის თანანმდებობას, ეს ჩემთვის მიუღებელია, რადგან სკოლაში მომხდარი ბულინგის გამო მოხდა ეს ტრაგედია“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის ლევან დადუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა, ხათუნა მაღლაკელიძემ განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მსგავსი შემთხვევების დროს სკოლის დირექტორს პასუხისმგებლობა ეკისრება.

„გამოძიების ეტაპზეც გაჟღერდა ინფორმაცია, რომ კონფლიქტი წამოვიდა საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტიდან, ბულინგის ფაქტთან დაკავშირებით. სასამართლომ ეს ფაქტი დადასტურებულად ცნო, რომ იმ ორი ბავშვის მიმართ ა.ს.-ს და თ.ჩ.-ს მიმართ განხორციელდა გარკვეული ტიპის ძალადობა, თუმცა მე ვერ ვიგრძენი მორალური პასუხისმგებლობა სკოლის დირექტორისგან, მაშინ როდესაც მთავარი პროკურირი გადადგა თანანმდებობოდან, დირექტორი ინარჩუნებს თავის თანანმდებობას, რაც ჩემთვის მიუღებელია. თავისი მორალური პასუხისმგებლობა უნდა ეგრძნო ამასთან დაკავშირებით. დადასტურებულად არის მიჩნეული რომ დ.ნ-მ და დ.ღ.-მ განახორციელეს გარკეული ზემოქმედება ორ მეცხრე კლასელზე, ესროლეს მათ პლასტმასის იარაღი და დაემუქრნენ, რომ საპირფარეშოში ჩააყოფინებდნენ თავს, რამაც შემდეგ გამოიწვია ეს ყველაფერი. ეს ფაქტი დადასტურებულია და ამ კუთხით არავის რეაგირება არ მოუხდენია. ეს ბავშვები დღემდე სკოლაში სწავლობენ. მე გარკეეული შეხება მქონია განათლების სისტემასასთან, როდესაც მსგავსი ფაქტები ხდებოდა დირექტორები ცდილბდნენ, რომ გარკევული ოქმებით დაეფიქსირებიანთ ეს შემთხვევა და შესაძლებელია კიდეც მოსწავლე გაერიცხათ კიდეც სკოლიდან, ამხელა ამბავი მოხდა და ეს ბავშვები ისევ იმ სკოლაში სწავლობენ, დისციპლინური სახდელიც კი არ შეუფარდებიათ მათთვის“, - აღნიშნა ხათუნა მაღლაკელიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics