13:43 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-22 13:05:08, 909 ნახვა

კომენტარი
ლომჯარია ხორავას ქუჩის საქმეზე: ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეები არ არიან კრიტიკულად დაკითხული მთელ რიგ გარემოებებზე

„ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეები არ არიან კრიტიკულად დაკითხული მთელ რიგ გარემოებებზე, რომელსაც შესაძლებელია, ნათელი მოეფინა იმ კითხვებისთვის, რაც დღეს გვაქვს გამოძიების მისამართით“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი კომისიის სხდომას ესწრებოდა.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ გარკვეულ მოწმეებს ხელს უწყობს მათ შორის ბრალდების მხარეც, რათა ვიღაცისთვის სასურველი პასუხების მიიღოს.

„დღევანდელი სხდომიდან არაფერი ახალი არ გამიგია იქიდან გამომდინარე, რომ ბატონ ზაზასთანაც არაერთხელ ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ ამ საკითხებზე, საქმის მასალებსაც ვიცნობთ. ყველაზე საინტერესო ალბათ ჩვენთვის იქნება მოწმეთა დაკითხვა, იმიტომ რომ გამოძიების მასალებიდანაც ჩანს, ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეები არ არიან კრიტიკულად დაკითხული მთელ რიგ გარემოებებზე, რომელსაც შესაძლებელია, ნათელი მოეფინა იმ კითხვებისთვის, რაც დღეს გვაქვს გამოძიების მისამართით. ასე რომ ჩემთვის ყველაზე საინტერესო იქნება იმ მოწმეთა დაკითხვა, რომელიც მონაწილეობას იღებდა უშუალოდ ინციდენტში. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, დაისვას იმგვარი კითხვები, რაც დაგვანახებს, რამდენად გულწრფელად საუბრობენ მოწმეები, რადგან სასამართლო პროცესზეც ჩნდება შთაბეჭდილება, რომ გარკვეულ მოწმეებს ხელს უწყობს მათ შორის ბრალდების მხარეც, რომ ისეთი პასუხები მიიღოს, რომელიც შეიძლება ვიღაცისთვის იყოს სასურველი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics