|
2018-06-22 12:12:23, 1059 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ ფინანსური მხარდაჭერით „მეღვინეობა ვაზიანმა“ ვენახები შეიძინა
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „მეღვინეობა ვაზიანი“ მსხვილ საინვესტიციო აგრო პროექტს განახორციელებს. კომპანიამ საქართველოს ბანკის მეშვეობით კახეთში ქინძმარაულის ზონაში სოფელ გრემსა და ენისელში 120 ჰექტრამდე ვენახი და სავენახე მიწები შეიძინა. ვენახებში ძირითადად გაშენებულია საფერავისა და რქაწითელის ჯიშის ყურძნები, ასევე ისეთი იშვიათი ყურძნის ჯიშები, როგორიცაა ქისი, ხიხვი, კრახუნა, ციცქა, უსახელოური, შარდონე და კახური მწვანე. საქართველოს ბანკისა და „მეღვინეობა ვაზიანის” პარტნიორობამ კომპანიას მისცა საშუალება თავი დაეცვა ფინანსური რისკებისგან. საქართველოს ბანკიდან მიღებული ფინანსური მხარდაჭერით კომპანია საკუთარი ვენახებიდან 800 ტონაზე მეტი ყურძნის მიღებას გეგმავს. ამჟამად კი მიმდინარეობს სარწყავი სისტემების პროექტის დამუშავება. 2019 წლიდან დაგეგმილია 41 ჰექტარამდე საფერავის ჯიშის ყურძნის გაშენება სოფელ ენისელში. „საკუთარ ვენახში მოწეული მოსავალი კომპანიას იცავს ფინანსური რისკებისაგან, რაც ყურძნის ფასის ცვალებადობას ახლავს თან და ამავდროულად, მაღალი ხარისხის ღვინის წარმოების შესაძლებლობას იძლევა, რადგან მოვლის სრული ციკლის საფუძვლიანი ზედამხედველობა მოხდება. ამ პროექტის შემდგომ კომპანია პრაქტიკულად აღარ იქნება დამოკიდებული საბაზრო ფასის ცვლილებებზე რთველის დროს, რაც ხშირ შემთხვევაში არაჯანსაღად აისახებოდა ღვინის სექტორში მოღვაწე კომპანიების კომერციულ საქმიანობაზე“,- განაცხადა „ვაზიანი კომპანის“ დირექტორმა, ნათია მეტრეველმა. „მოხარულები ვართ, მხარი დავუჭიროთ „მეღვინეობა ვაზიანის“ ღვინის ბიზნესის კიდევ უფრო მეტად განვითარებას. ამ კონკრეტულ პროექტში ბანკის მხრიდან გაცემული დაფინანსების მოცულობა შეადგენდა 1.85 მლნ. აშშ დოლარს, რითიც მოხდება ვენახების შეძენა სოფელ ენისელსა და გრემში და იქ ვენახების გაშენება. ვფიქრობთ, აღნიშნული შენაძენი კომპანიის სამომავლო განვითარებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ალკოჰოლური სასმელების კომპანიებისთვის საკუთარი ვენახების ქონა ძალიან დიდი კონკურენტული უპირატესობის ტოლფასია. ეს უზრუნველყოფს სტაბილური ხარისხის და სტაბილური თვითღირებულების საბოლოო პროდუქტს (ღვინომასალას). „მეღვინეობა ვაზიანისათვის“ ფინანსური მხარდაჭერით გვინდოდა კიდევ უფრო მეტად შეგვეწყო ხელი კომპანიის სამომავლო განვითარებისთვის“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვასილ ხოდელმა.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)