|
2018-06-21 18:07:05, 870 ნახვა
კომენტარი
კალაძე: არავინ გაბედოს პროტექცია, რომ ვიღაცის ნაცნობობით და დახმარებით დაარეგისტრირონ ბავშვები საბავშვო ბაღებში
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ პროტექციით ბავშვების რეგისტრაცია არ მოხდება. „რეგისტრაცია დაწყებულია, თუმცა ძალიან ცუდი ხმები მომდის ამასთან დაკავშირებით და მინდა გავაფრთხილო ყველა - არავინ გაბედოს პროტექცია იმისთვის, რომ ვიღაცის ნაცნობობით და დახმარებით მოხდეს ბავშვების რეგისტრაცია. ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის. მინდა პირდაპირ ვუთხრა ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელს: არავინ გაბედოს არც სააგენტოში, არც მერიაში პროტექცია. ჩვენ ამ ჭაობიდან უნდა ამოვიდეთ ერთხელ და სამუდამოდ. არსებობს ელექტრონული შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, ყველას დაკმაყოფილება ვერ მოხდება, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავთან უნდა ვიყოთ მართალი და არავის მივცეთ შესაძლებლობა, რომ მერიაში ნაცნობობით, დეპუტატის ნაცნობობით, საკრებულოში ნაცნობობით და მათი დახმარებით მოხდეს ბავშვების დარეგისტრირება. არსებობს გარკვეული პრინციპები, რომელსაც პატივს ვცემ, ამ პრინციპებით მოვდივარ და ნამდვილად ვერ ვუღალატებ იმას, რა ცხოვრებითაც ვცხოვრობ. კატეგორიულად მიუღებელია და არავის მივცემ შესაძლებლობას, რომ ის ადამიანები დაიჩაგრონ, ვისაც მეგობარი არ ჰყავს მერიაში, დეპუტატი, მინისტრი და ა.შ. ეს უნდა დავასრულოთ. ჩვენ ყველას თანაბარი უფლებები გვაქვს, ჩემთვის ყველა ბავშვი, ჩემიც, სხვისიც არის ერთი და იგივე და მათი უფლებებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ. ადამიანებს აქვთ ჩემი იმედი და მე საზოგადოების ამ დამოკიდებულებას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ძალიან ვუფრთხილდები, ამიტომ, არავინ გაბედოს არასწორი ნაბიჯის გადადგმა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 2018-2019 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის საბავშვო ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია 18 ივნისიდან დაიწყო და ორ ეტაპად მიმდინარეობს. რეგისტრაციის მეორე ეტაპი 22 ივნისს, 12:00 საათიდან დაიწყება.
(NS)
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)