05:43 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-21 16:22:50, 875 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი გუნდი მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციაზე მსჯელობს

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის სამუშაო შეხვედრა იწყება.

როგორც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, კონსულტაციები მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციას უკავშირდება.

"კონსულტაციებს გავდივართ სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით. როგორც იცით იგეგმება პარტიის გაძლიერება. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო რეჟიმში გავიაროთ სხვადასხვა საკითხები და არ გამოვრიცხავ მათ შორის კონსულტაციები დაგეგმილ ცვლილებებსაც მოიცავდეს. იცით, რომ უნდა მომზადდეს პაკეტი სხვადასხვა სამინისტროების შერწყმასთან დაკავშირებით და ამას სჭირდება წინასწარი კონსულტაციები", - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ.  

პარტიის ოფისში მმართველი გუნდის წარმომადგენლები უკვე იკრიბებიან. სამუშაო შეხვედრას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics