|
2018-06-20 20:11:38, 738 ნახვა
კომენტარი
ოხანაშვილი ბოკერიას - წულუკიანმა სტრასბურგში მერაბიშვილის საქმე იმდენად კარგად აწარმოა, კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ
„აქ ასეთი ტონით და შემართებით გესაუბრათ თქვენ მინისტრებთან, თუ ამის თავი გქონდათ და მიგემართათ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებს. „ბატონ გიგა ბოკერიას როგორც ჩანს სჭირდება სისხლის სამართლის კოდექსის საფუძვლებში გავაღრმაოთ მისი ცოდნა და კიდევ ერთხელ თქვენს იურისტებს იქნება ჩაეკითხოთ, როდესაც საუბრობთ ასეთი შემართებით. ნაფიცმსაჯულთა სასამართლოზე გაამახვილეთ ყურადღება ბატონებო, საუბარი იყო რაზე, თურმე თქვენ შემოიღეთ ნაფიცმსაჯულთა სასამართლო, შემოიღეთ განსჯადობა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე და ჩვენ ეს არ გავაფართოვეთ. ახლა ერთი შეხსენება, თქვენ შემოიღეთ ეს ინსტიტუტი, თუმცა შემოიღეთ თბილისში, შემოიღეთ მხოლოდ ერთ მუხლზე, დღეს თბილისის გარდა არის ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, თელავში, გორში და ზუგდიდში. ეს არის არასწორი, მცდარი წარმოდგენა და შეცდომაში შეყვანა ჩვენი საზოგადოებისა. შესაბამისად, ჩვენ ტერიტორიული განსჯადობაც გავაფართოვეთ, ასევე მუხლებთან მიმართებაში განსჯადობაც გავაფართოვეთ. ასე რომ, როდესაც ასეთ რაღაცას ამბობთ, მით უმეტეს გუნდის ლიდერი ხართ, ელემენტარული საკითხია, რომ ჩაიხედოთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, - განაცხადა ოხანაშვილმა. ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიცია გაღიზიანებულია იმით, რომ თეა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურა მაღალ დონეზე აწარმოა. „თეა წულუკიანი დღეს თქვენ გახადეთ თემა და იტოვებთ უფლებას, რომ რაღაცა შტურმი მოაწყოთ. აქ ასეთი ტონით და ასეთი შემართებით გესაუბრათ თქვენი მინისტრებისთვის თუ ამის თავი გქონდათ. გარდა ამისა, მე თქვენ დაგეხმარებით გაგარკვიოთ, რატომ ხართ გაღიზიანებულები. ივანე მერაბიშვილისთვის, რომელიც 26 მაისს ჩვენი საზოგადოების ღირსების აყრისთვის, ცემისთვის და სასტიკი ძალადობისთვის არის მსჯავრდებული, გინდოდათ, რომ პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიგენიჭებინათ, მაგრამ ქალბატონმა თეა წულუკიანმა სტრასბურგის სასამართლოში სამართლებრივი პროცედურა იმდენად კარგად აწარმოა, კოვზი ნაცარში ჩაგივარდათ. ახლა ხართ გაღიზიანებული, რომ ივანე მერაბიშვილს არ მიენიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი, კაცს, რომელმაც 26 მაისს ქართულ საზოგადოებას გადაუარა. როგორ იტოვებთ იმის უფლებას, რომ გამოდიხართ და მინისტრობის კანდიდატებზე, თუ ჩვენს გუნდზე ასეთი იერიშით საუბრობთ. ერთია ის, რომ იურიდიული ცოდნა არ გყოფნით და მეორე - ასეთ პოლიტიკურ უტიფრობას ეწევით. კეთილი ინებეთ, ან კოდექსში ჩაიხედეთ, ან საქმეში გაერკვიეთ წესიერად და ისე ისაუბრეთ”, – განაცხადა ოხანაშვილმა.
თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ელისაშვილი არჩილ გორდულაძეს - ამოვგლიჯავ ენას, ხომ არ გონია 13 წელი ვიქნები ციხეში
სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს არ მიიღონ აზარტული თამაშების კანონში ცვლილებები
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)