|
2018-06-20 18:45:08, 817 ნახვა
საზოგადოება
მოლდოვას სამთავრობო დელეგაცია საჯარო რეესტრში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოლდოვას სამთავრობო დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრები საქართველოს, როგორც უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში ტოპ-რეფორმატორი ქვეყნის გამოცდილებას გაეცნენ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე ცარციძემ მოლდოველ სტუმრებს გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურები და ის მიღწევები გააცნო, რომლითაც საქართველო ბოლო წლებია მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს ბიზნესის წარმოების საერთაშორისო რეიტინგში (World Bank Doing Business Ranking) . „ბიზნესის წარმოების საერთაშორისო რეიტინგით საქართველო ტოპ ქვეყნების ათეულშია. საქართველოს წარმატებები არაერთი ქვეყნისთვისაა სამაგალითო. ამას მოწმობს მოლდოვას პრემიერის აპარატის საქართველოთი დაინტერესება და სასწავლო ვიზიტი. დელეგაციის წევრებს გავაცანით გამარტივებული სარეგისტრაცო პროცედურები, ავუხსენით, თუ როგორ მუშაობს ელექტრონული საჯარო სერვისები და რამდენად ეფექტიანია მოსახლეობისთვის. დელეგაციის წევრებს განსაკუთრებით აინტერესებდათ ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობის მნიშვნელობა, სისწრაფე, მოქნილობა, დაცულობა. საუბარი ყველა იმ საქმიანობასა და პროექტს შეეხო, რასაც სააგენტო ახორციელებს: ეს იქნება უძრავი ქონების რეგისტრაციის მიმართულებით, დამისამართების მიმართულებით, გეოგრაფიული მონაცემების წარმოების მიმართულებით თუ სხვა“, – აღნიშნა ივანე ცარციძემ. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მოლდოვას დელეგაციის წევრები სხვა სახელმწიფო დაწესებულებშიც გამართავენ შეხვედრებს. სასწავლო ვიზიტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა (BMZ) და გერმანიის განვითარების სააგენტოს (GIZ) ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში მოლდავეთის მთავრობისთვის საკონსულტაციო დახმარების პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
(NS)
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)