|
2018-06-20 18:17:41, 595 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა აღდგენითი მართლმსაჯულების ქართული მოდელი საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა
აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების ისტორია საქართველოში და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღწეული შედეგები, - ეს არასრული ჩამონათვალია იმ თემების, რომლებზეც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ წარმომადგენელმა ევროპის აღდგენითი მართლმსაჯულების ფორუმის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა. განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს ხელმძღვანელმა ლადო ჯავახიშვილმა ფორუმის მონაწილეებს განრიდება-მედიაციის პროგრამის ქართული მოდელი და აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გააცნო. ფორუმს 40-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენციის ფარგლებში პანელური სესია დაეთმო საქართველოს წარმატებული გამოცდილების და უკანასკნელ პერიოდში მიღწეული შედეგების წარდგენას. ფორუმზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო მულტიდისციპლინური მუშაობის საჭიროებას, აღდგენითი მართლმსაჯულების წარმატებით განხორციელებაში საერთაშორისო ორგანიზაციების როლსა და სისხლის სამართლის მედიაციის განვითარების პერსპექტივებს. კონფერენციას საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია მერებაშვილი და ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჩოჩუა დაესწრნენ. საქართველოში განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ზოგად მენეჯმენტს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახორციელებს. პროგრამის შედეგად 14-დან 21 წლამდე ასაკის 3100 ახალგაზრდა სისხლისსამართლებრივ დევნას განერიდა. მედიაცია კი, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტი, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ცენტრი აქტიურად მუშაობს მედიაციის განვითარებასა და დანერგვაზე. განრიდება და მედიაცია ეყრდნობა აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფციას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს დამნაშავისა და დაზარალებულის ინტერესებს, მიმართულია დანაშაულის პრევენციაზე და ზრუნავს საზოგადოების უსაფრთხოებაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოში პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების მხოლოდ 9 პროცენტმა ჩაიდინა განმეორებითი დანაშაული, რაც საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით წარმატებული შედეგია; საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
(NS)
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)