12:10 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 17:41:29, 600 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: თანამედროვე პოლიციაში საგამოძიებო ნაწილი, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, უმნიშვნელოვანესია წარმატებისთვის

პარლამენტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და განცხადა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინვესტიციები უკვე განხორციელდა და მომავალშიც გაგრძელდება.

„რა თქმა უნდა, ის რეფორმათა პაკეტი, რომელიც წარმოადგინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი სურვილი და მიზანია, რომ თვისობრივად და ხარისხობრივად ჩვენი პოლიცია ავიდეს ახალ დონეზე. რა თქმა უნდა, ეს შესაბამის გამოწვევებთან არის დაკავშირებული. მე მინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმას გავუსვა ხაზი, ეს იყო ადამიანის უფლებების დეპარტამენტის შექმნის ინიციატივა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება - წინა წლებში მოგეხსენებათ, რომ ეს კომპონენტი იყო ძალიან დაქვეითებული და ბუნებრივია თანამედროვე პოლიციაში საგამოძიებო ნაწილი, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, არის უმნიშვნელოვანესი მომენტი წარმატებისთვის. აქედან გამომდინარე, მე პირადად სრულად მხარს ვუჭერ იმ ინიციატივებს, რომლებიც ამ პაკეტის ფარგლებში არის წარმოდგენილი. მეც ჩემს გამოსვლაში ვახსენე, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მომავალი თვიდან ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით. მისასალმებელია ის ინიციატივა, რომელი გულისხმობს ახალგაზრდების დაინტერესებას ამ საქმიანობით და შესაბამისად, მნიშვნელოვანია ის რეფორმები, რომელიც ხორციელდება პოლიციის აკადემიაში და ზოგადად, იმ მიმართულებით, რასაც ქვია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა ჩვენი პოლიციის. ამ მიმართულებით თქვენ იცით, რომ ჩვენ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები განვახორციელეთ და მომავალშიც ვაპირებთ იგივე ტემპებით გავაგრძელოთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics