12:11 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-20 16:18:51, 716 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე: ჭარბვალიანობა ახრჩობს ქვეყანას - ე.წ. შავ სიაში დღეს 630 000 ადამიანია

„ჭარბვალიანობა დღეს ახრჩობს ქვეყანას... მოსახლეობიდან დაახლოებით 630 000 ადამიანი დღეს არის ე.წ. შავ სიაში და მოკლებულია განახორციელოს სრულფასოვანი ეკონომიკური ცხოვრება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჭარბვალიანობა სიღარიბის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა.

ბახტაძის თქმით, ქვეყანაში სოციალურად მდგრადი და ეფექტიანი ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ჩამოყალიბებას.

„გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელია ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესება, რისთვისაც დაგეგმილია კაპიტალის ბაზრის რეფორმის, საპენსიო რეფორმის, საჯარო კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარების, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის ჩამოყალიბება და ხარისხობრივი და ტექნოლოგიის ტრანსფერზე ორიენტირებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, მაგრამ ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უცხოურ პირდაპირ ინვესტიციებში გავზარდოთ მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების წილი. ამათგან მინდა ცალკე გამოვყო პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომლის ჩამოყალიბებასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყანაში სოციალურად მდგრადი და ეფექტიანი ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად. ჭარბვალიანობა დღეს ახრჩობს ქვეყანას, ეს არის სწორედ ის რელევანტური შეფასება, რაც შეიძლება მივცეთ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებულ სიტუაციას. იგი არის სიღარიბის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. ერთის მხრივ, ამცირებს მოსახლეობის განკარგვად შემოსავალს, მეორე მხრივ, ადამიანები, რომლებსაც შეექმნებათ პრობლემები, ამოვარდნილი არიან აქტიური ეკონომიკური ცხოვრებიდან. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი მოსახლეობიდან დაახლოებით 630 000 ადამიანი დღეს არის ეგრეთ წოდებულ შავ სიაში და მოკლებულია განახორციელოს სრულფასოვანი ეკონომიკური ცხოვრება. ამ ადამიანთა რიცხვში არიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ საინტერესო ბიზნესპროექტები, არიან მცირე მეწარმეები, რომლებიც ვერ ავითარებენ თავიანთ პოტენციალს, ვერ ასაქმებენ ხალხს. უპასუხისმგებლო დაკრედიტების სისტემამ მათი ეკონომიკური ცხოვრებიდან ჩამოშორება გამოიწვია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 25-30 პროცენტი მოკლებულია საშუალებას, რომ ჩართული იყოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს ინკლუზიურ ზრდაზე. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics