|
2018-06-20 14:07:49, 1346 ნახვა
ეკონომიკა
21 ივნისს ქუთაისი Bavaria-ს ლუდის ფესტივალის მასპინძელია
Bavaria-ს ლუდის ფესტივალი აფხაზეთის მთებიდან იმერეთში ინაცვლებს. 21 ივნისს ლუდის ფესტივალს ამჯერად ქუთაისი უმასპინძლებს. სს „ქართული ლუდის კომპანიაში“ განმარტავენ, რომ ფესტივალი საკმაოდ მასშტაბური იქნება და დამსწრე საზოგადოებას ბევრი სიურპრიზი ელოდება, სადაც სხვადასხვა პრიზებთან ერთად Bavaria-ს სამშობლოში მოგზაურობის სრული პაკეტი გათამაშდება. Bavaria-ს ლუდის ფესტივალმა სტარტი სოფელ რუხიდან აიღო, სადაც 16 ივნისს უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. გარდა სასიამოვნო და მხიარული ატმოსფეროსი, მათ ადგილზე უგემრიელესი Bavaria-ს ლუდის დაგემოვნებისა და პრიზების მოგების საშუალება ჰქონდათ. პირველი სუპერ-პრიზის მფლობელიც უკვე ცნობილია. აბაშაში მცხოვრებმა დავით გახოკიძემ ამსტერდამის საგზური უკვე მოიგო და ის სხვა დანარჩენ, 9 გამარჯვებულთან ერთად მალე Bavaria-ს ჰოლანდიაში გაემგზავრება. “უკვე მესამე წელია რაც საქართველო Bavaria-ს ოჯახის წევრია. წელს კომპანიამ გადაწყვიტა, რომ მომხმარებელს მადლობა ლუდის ფესტივალების საშუალებით გადაუხადოს. სტარტი ავიღეთ სოფელი რუხიდან, სადაც Bavaria-ს ლუდის ფესტივალი ჩატარდა და ამის შემდეგ გადავდივართ სხვადასხვა ქალაქებში. ჩვენი გათამაშების პირველი გამარჯვებული უკვე ცნობილია. კიდევ გვეყოლება 9 გამარჯვებული და ყველანი გაემგზავრებიან Bavaria-ს სამშობლოში, ჰოლანდიაში“, აღნიშნა სს „ქართული ლუდის კომპანიის“ ბრენდ მენეჯერმა მიხეილ ქურდაძემ. სს „ქართული ლუდის კომპანიაში აცხადებენ, რომ Bavaria-ს ლუდის ფესტივალს საქართველოს დიდი ქალაქები ერთი თვის განმავლობაში უმასპინძლებს და ადგილზე მისულ სტუმრებს გასართობ პროგრამასთან ერთად, დროის საინტერესოდ გატარების საშუალება მიეცემათ. ბავარიის ლუდის ფესტივალი 26 ივნისს ქ.თელავში გადაინაცვლებს.
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინაში Starlink-ის პრობლემების შემდეგ თავდაცვის გაძლიერებას განიხილავს:
კალაძე - რეალურად არ არსებობდა არანაირი ე.წ. NGO სექტორი და პოლიტიკური პარტიები, ეს იყო ერთი ძალა
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ჩერგოლეიშვილი – ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს
|
რედაქტორის რჩევით
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)