|
2018-06-19 18:19:22, 754 ნახვა
კომენტარი
ინაშვილი ბახტაძეს: დროებით მთავრობას ნდობას ვერ გამოვუცხადებთ - თქვენ არ ენდობით და ჩვენ როგორ დავუჭიროთ მხარი?
„დროებით მთავრობას ჩვენ ნდობას ვერ გამოვუცხადებთ და არ გამოვუცხადებთ. თქვენ თვითონ არ ენოდბით ამ მთავრობას და ჩვენ როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი?“, - ასე მიმართა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარე ირმა ინაშვილმა პრემიერ-მინისტრობის და მინისტრობის კანდიდატებს. სხდომაზე მამუკა ბახტაძის მოხსენების შემდეგ, სიტყვით მხოლოდ ინაშვილი გამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, „პატრიოტთა ალიანსს“ მთავრობის შემადგენლობასთან კითხვები 2-3 კვირის შემდეგ ექნება, როდესაც პრემიერობის კანდიდატი ახალ მინისტრთა კაბინეტს წარადგენს. „თქვენ თვითონ აპირებთ მთავრობაში ცვლილებების შეტანას, ამიტომ ამ დროებით მთავრობაზე პასუხისმგებლობა აიღოს უმრავლესობამ, ჩვენ პასუხისმგებლობას ავიღებთ იქიდან გამომდიანარე, რას მოვისმენთ სამი კვირის მერე პარლამენტის სხდომათა დარბაზში“, - განაცხადა ინაშვილმა. მან ასევე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ოპოზიცია პროცესებისგან გარიყულია. „ჩვენი თაობის მთავარი ამოცანაა შევქმნათ სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული პროგრამა, მზად ვართ ჩავერთოთ ამ პროგრამის მომზადებაში. საერთოდ ერთი რამეც მინდა ვთქვა, ოპოზოცია ამ ქვეყანაში გარიყულია პროცესებისგან. თქვენ ოპოზიცია გჭირდებათ, მაშინ, როცა დამტკიცება ხდება მთავრობის, პრინციპში მაშინაც არ გჭირდებათ ხოლმე, უმრავლესობა ერთხმად გამტკიებთ. ამ ყვეყანას მარტო რომ ვერ აშენებთ, ხომ თქვენ თვითონაც ატყობთ? ძალების კონსოლიდაციაა საჭირო, ინტელექტის კონსოლიდაცია. საერთოდ საჭიროა მეცნიერული წრეების ჩართვა მსგავსი ტიპის სამთავრობო პროგრამების საკითხებში, ძალიან ბევრი ფუნდამენტური საკითხია, რაც არის დღეს გამოწვევა ჩვენი სახელმწიფოსთვის და რაც პასუხისმგებლობას მატებს ჩვენ თაობას, რომელიც დღეს პარლამენტში ზის და თქვენ თაობას, რომელიც ამ ტრიბუნიდან პროგრამებზე გველაპარაკება. ცარიელი პროგრამების მოსმენის დრო ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ქვეყანას არა აქვს. არ მინდა რომ ბანალურ ფრაზეოლოგიაში გადავიდე, მაგრამ წინა პრემიერის მოხსენებებს ვისმენდით, იმის წინა პრემიერის მოხსენებებს ვისმენდით, დიდი სურვილი მაქვს, რომ როგორღაც ჩვენმა ქვეყანამ მოახერხოს და წარმოადგინოს გრძელვადიან სტრატეგიაზე გათვლილი პროგრამები. მყარ სისტემას ვერ ქმნის დღეს სახელმწიფო ვერცერთ სფეროში. თქვენი პროგრამაც კარგი იქნება თუ მივიღებთ პასუხს თქვენგან გათვლილია 6 თვეზე, გათვლილია ერთ წელზე, გათვლილია 5 წელზე, რა დროს გაუძლებს თქვენს მიერ წარმოდგენილი ეს პროგრამა? იმიტომ რომ პროგრამები, რეფორმები, ცვლილებები, როლემზეც მთავრობა გველაპარაკება, ჩვენ ვხედავთ, რომ თვალსა და ხელს შუა ფეთქდება, ჰაერია, ცარიელი სიტყვებია. დღეს ამ სევდიანი ნოტით მინდა დავასრულო, იმიტომ რომ ყველა გამოსვლაში პრაქტიკულად არის წარმატებებზე, მიღწევებზე საუბარი. კარგი იქნება ჩვენ თუ მართლა წარმატებულ ქვეყანას ავაშენებთ ერთად, იმიტომ რომ სხვა ქვეყანა ჩვენ არა გვაქვს აქედან რომ წავიდეთ და ახალ ზელანდიაში საქართველო ავაშენოთ, არა გვაქვს არც ამისი სურვილი და არც ამისი განწყობა, აქ საქართველოში უნდა შევქმნათ ნორმალური პირობები ქართველი ხალხისთვის. საქართველოს მოქალაქეები ჩვენთვის არის მთავარი სამიზნე, ვისთვისაც ყოველივე სიკეთეს უნდა ქმნიდეს სახელმწიფო“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)