13:42 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 17:57:21, 506 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია: ტოტალური თავდაცვა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის პროცესში საზოგადოების მეტ ჩართულობას მოიცავს

„წელს ვიწყებთ აქტიური რეზერვის იმპლემენტაციას, რომელიც პრაქტიკულად უზრუნველყოფს გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოების ფართო ჩართულობას“, - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინიტრის მოვალეობის შემსრულებელმა  პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გააკეთა.

ლევან იზორიამ ტოტალური თავდაცვის კონცეფციის მნიშვნელობაზე ისაუბრა  და აღნიშნა, რომ ტოტალური თავდაცვა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის პროცესში, სამხედრო  კომპონენტთან ერთად, საზოგადოების მეტ ჩართულობას მოიცავს. 

„ჩვენ განსაკუთრებით ხაზს ვუსვამთ ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელების მნიშვნელობას, რაც ჩვენი სტრატეგიის   ერთ-ერთი ამოსავალი პრინციპია. ის მოიცავს არა მხოლოდ სამხედრო კომპონენტს, არამედ სხვა კომპონენტებსაც, როგორიც არის საზოგადოების მეტი ჩართულობა, სამოქალაქო თავდაცვის მეტი კომპონენტი. ჩვენ წელს, პარლამენტის ძალიან პრინციპული მხარდაჭერით, ვიწყებთ აქტიური რეზერვის იმპლემენტაციას, რომელიც პრაქტიკულად უზრუნველყოფს გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოების ფართო ჩართულობას. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ჩვენი ინიციატივა, რომელიც სკოლებში საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებას გულისხმობს.  ვგეგმავთ შემოვიღოთ  არჩევითი საგანი, რომლის საშუალებითაც  მოზარდებს ექნებათ მეტი შესაძლებლობა დაეუფლონ ცოდნას პრაქტიკულ უნარებს სამოქალაქო და სამხედრო თავდაცვის ამოცანებთან დაკავშირებით. ამ თვალსაზრისით ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსათან“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დასასრულს ლევან იზორიამ თავდაცვის კოდექსის პროექტის შემუშავებაზეც გააკეთა აქცენტი, რომელიც  საქართველოს ისტორიაში პირველად მუშავდება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ერთად. მან პროექტის შემუშავებაში აქტიური ჩართულობისთვის კომიტეტის ყველა წევრს მადლობა გადაუხადა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics