08:46 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 16:40:13, 1111 ნახვა

ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმები ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებულია და მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები საგადასახადო პოლიტიკის და საგადასახადო ადმინისტრირების სრულყოფის კუთხით, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას, და ორიენტირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.

ასევე, როგორც გაგუამ აღნიშნა, საგადასახადო პოლიტიკა მხარს დაუჭერს ქვეყნის გარემოსდაცვით პოლიტიკას.

„მნიშვნელოვან რეფორმათა შორის, გამოვყოფდი უპრეცედენტო, მცირე ბიზნესისათვის მეგობრული, დაბეგვრის შეღავათიანი  საგადასახადო რეჟიმის შემოღებას, რაც გულისხმობს საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის შემცირებას ხუთჯერ 5%-დან 1%-მდე. ასევე დღგ-ის ავტომატური დაბრუნების რეფორმას, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ბიზნესგარემოს ქვეყანაში და შექმნის დამატებული ღირებულების ადმინისტრირების სისტემას, განვითარებულ ქვეყნებში არსებული მაღალი სტანდარტის შესაბამისად," - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

მისი თქმით, გაძლიერდება საგადასახადო ადმინისტრირების სისტემის ეფექტიანობა. დაგეგმილი რეფორმების მიზანი კი იქნება გაამარტივოს ბიზნესისათვის ადმინისტრირების ტვირთი და ზოგადად, გააუმჯობესოს ბიზნეს გარემო ქვეყანაში, ახლებური მიდგომებით და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით.

„და ბოლოს, მთავრობის საკვანძო მიმართულება არის მცირე მთავრობის კონცეფცია. ის სრულად არის ასახული წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამაში, რომლის თანაავტორიც გახლავართ. ჩვენი ხედვა ეფუძნება მცირე, მაგრამ ამავე დროს, ეფექტიანი, ოპერატიული და მოქნილი მთავრობის კონცეფციას რომელიც სრულად შეესაბამება და პასუხობს ქვეყნის განვითარების მიზნების წინაშე მდგარ გამოწვევებს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ნიკოლოზ გაგუამ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics