10:46 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 16:23:15, 555 ნახვა

კომენტარი
გახარია: ხორავას ქუჩის საქმეზე არც ერთ მიმართულებას არ გამოვრიცხავთ

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ხორავას ქუჩის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვას უპასუხა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს და არც ერთ მიმართულებას არ გამორიცხავს.

,,პარლამენტში შექმნილი კომისიის ფარგლებში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ ამაზე, სწორედ აქედან გამომდინარე, არ გამიკეთებია კომენტარები ამ თემასთან დაკავშირებით, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება ძალზედ აქტიურად და ხაზგასმით მინდა აღვინიშნო რომ გამოძიება არ გამორიცხავს არც ერთ მიმართულებას. ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და აბსოლუტურად ტრანსპარენტულად, შესაბამისად ყველა ის შედეგი რომელიც დადგება ამ გამოძიების ფარგლებში იქნება ღია, სამართლიანი და მას ასევე ტრანსპარენტულად გაეცნობა ყველა ჩვენი მოქალაქე. ხაზგასმით მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ არც ერთ მიმართულებას არ გამოვრიცხავ, რამეთუ სასამართლო განხილვების პროცესში ბევრი დამატებითი ახალი ფაქტორი გამოვლინდა, სწორედ ამიტომ იყო პირველი გამოძიების შემდგომ გამოყოფილი ცალკე ორი საქმე რამეთუ გვესმოდა, რომ ეს იყო არასრულწლოვნების საქმე და იქ იყო გარკვეული შეზღუდვები და გარკვეული დამატებითი ინფორმაციები შესაძლებელი იყო გამოჩენილიყო სასამართლო პროცესების განმავლობაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics