10:45 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 14:26:48, 613 ნახვა

კომენტარი
წულუკიანი: ირაკლი შოთაძეს, რომელიც ვიღაცეებს არ მოსწონთ, კიდევ ერთხელ ვუცხადებ მხარდაჭერას

„ირაკლი შოთაძეს, რომელიც ვიღაცეებს არ მოსწონთ, ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ ვუცხადებ მხარდაჭერას“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შოთაძეს დიდი წვლილი მიუძღვის 2016 წელს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის საქმეში, რის შედეგადაც, მისი განმარტებით, წინა ხელისუფლების დროს უკანონდ გამტყუნებული პირების საქმეებზე, გამამართლებელი განაჩენი დადგა.

„2016 წლის ივნისში, ქალბატონი ეკა ბესელიას, მაშინდელი ადამიანის უფლებების კომიტეტის, ქალბატონი ნინო გვენეტაძის, სამოსამართლო კორპუსის და სხვების, ასევე ბატონი ირაკლი შოთაძის სხვათაშორის, რომელიც ვიღაცეებს არ მოსწონთ, მაგრამ მე მას მხარდაჭერას ვუცხადებ ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ, მისი დამსახურებაც იყო, რომ ჩვენ შევძელით ცლილებები შეგვეტანა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში. ამით შესაძლებელი გახდა, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს თვითნებურად და უკანონოდ გამტყუნებული პირებისთვის, შეგვეტანა კანონმდებლობაში ცვლილებები და პროკურატურას შესძლებოდა კანონით შესულიყო სასამართლოში შუამდგომლობით. შესაბამისად, ზუსტად 2 წლის თავზე 58 საქმეზე დასრულებულია გამოძიება. მათ ვისაც აქვს აქ ყვირილის სურვილი ამ კითხვაზე გასცენ სჯობს პასუხი, 40 საქმეზე ადამიანები ვინც წინა ხელისუფლების დროს იყვნენ გამტყუნებული, გამოცემულია გამამართლებელი განაჩენი, რატომ იყვნენ მაშ ისინი ამდენი ხანი ციხეში, მრავალი წლით და ძალიან ცუდ პირობებში და არა იმ პირობებში, რომელშიც ჩემი კოლეგა ბატონი კახი კახიშვილი ამყოფებს დღეს პატიმრებს, რადგან ასეთია დღეს ჩვენი პოლიტიკური ნება?!“-, აღნიშნა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულიკიანმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics