|
2018-06-19 13:43:49, 861 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა: ჩვენი ფისკალური პოლიტიკა წარმოადგენს საფუძველს გრძელვადიანი სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ნიკოლოზ გაგუას გაცხადებით, მთავრობის ფინალური პოლიტიკა და ფისკალური დისციპლინა სრულად პასუხობს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მაღალ სტანდარტებს, რაც წარმოადგენს საყრდენს გრძელვადიანი სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის. „ჩვენი ფისკალური პოლიტიკა მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული პროგრამა სსფ-სთან. მიღწეული წარმატებები მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით, ასევე, აღიარებულია საკრედიტო რეიტინგის კომპანიების მიერ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გვაქვს საკრედიტო რეიტინგების აშკარად გამოკვეთილი გაუმჯობესების ტრაექტორია“, - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ. მისივე განცხადებით, ქვეყნის ფისკალური პოლიტიკა ორიენტირებულია ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერაზე. „2018-2022 წლების ფისკალური ჩარჩო, რომელიც შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში, მიზნად ისახავს მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაციას და გამოთავისუფლებული სახსრების მიმართვას ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის. ძირითადი დაფინანსება მიემართება იმ პროექტებზე, რომლებმაც უნდა შექმნას ქვეყანაში ახალი საგზაო ხერხემალი და რომელზეც უნდა აღინიშნოს, რომ დაფინანსების წყაროები სრულად არის მოძიებული ფინანსთა სამინისტროს მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)