07:11 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 12:42:40, 845 ნახვა

ეკონომიკა
ქართველი დიზაინერების პროდუქცია საერთაშორისო გამოფენაზე Pitti Immagine Uomo იყო წარმოდგენილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და „MERCEDES BENZ TBLISI FASHION WEEK”-თან თანამშრომლობით, 6 ქართველი მამაკაცის სამოსისა და აქსესუარების ხაზის დიზაინერის პროდუქცია 12-დან 15 ივნისის ჩათვლით იტალიაში, ქალაქ ფლორენციაში საგამოფენო ღონისძიებაზე Pitti Immagine Uomo იყო წარმოდგენილი.

სააგენტოს ინფორმაციით, წელს  საქართველო ღონისძიებაში საპატიო ქვეყნის სტატუსით პირველად იღებდა მონაწილეობას, რისი გათვალისწინებითაც   საგამოფენო სივრცის კონცეფცია მხოლოდ  მოდის ინდუსტრიით არ შემოიფარგლა. გამოფენაზე  წარმოჩენილი იყო  საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიისა და ტურიზმის პოტენციალი, კინოგადაღების კუთხით არსებული ლოკაციები, რასთან ერთადაც , ხაზი გაესვა ზოგადად ქვეყნის კულტურის საერთაშორისო დონეზე წარდგენას, ცნობადობის ამაღლებასა და ამასთანავე, მეღვინეობა ხარების მხარდაჭერით სტუმრებმა ქართული ღვინისა და ტკბილეულის დაგემოვნება შეძლეს. 

Pitti Immagine Uomo უკვე 46 წელია მამაკაცთა ხაზის დიზაინერებისთვის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან პლატფორმად ითვლება. გამოფენაზე ყოველწლიურად წარმოდგენილია 1,244-ზე მეტი ბრენდი მსოფლიოს მასშტაბით. ფლორენციის უზარმაზარ საგამოფენო პავილიონებში მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი  დიზაინერი, ბლოგერი და  25,000-მდე შემსყიდველი (ე.წ. „ Buyer”) 120 სხვადასხვა ქვეყნიდან იყრის თავს. გასული წლის მონაცემებით ღონისძიებას  36,000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. საიდანაც 2,000 ჟურნალისტი  ცნობილ ჟურნალ-გაზეთებს, ელექტრონულ გამოცემებსა და ტელევიზიებს წარმოადგენს ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ამერიკა, ინგლისი, ჩინეთი, გერმანია, იაპონია, საფრანგეთი, ესპანეთი, რუსეთი, ჰოლანდია, სამხრეთ კორეა და ა.შ.

ქართული სტენდის ქვეშ გამოფენაზე საკუთარ პროდუქცია ექვსმა ქართველმა დიზაინერმა, კერძოდ: „აზნაური“, „ანუკა ქებურია“, „ვასკა“, „ტატუნა ნიკოლაიშვილი“, “Gola Damian” და „Situationist“ წარადგინა. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული ღონისძიება ერთ-ერთი კარგი საშუალებაა შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერისა და განვითარებისთვის, რაც თავის მხრივ, ქართველ დიზაინერებს შესაძლებლობას აძლევს საკუთარი პროდუქტი გააცნონ ფართო აუდიტორიას, სათანადო ბიზნესკავშირები დაამყარონ პოტენციურ დამკვეთებთან და საერთაშორისო მასშტაბით მოახდინონ ქართული პროდუქტის პოპულარიზაცია.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics