02:09 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-18 22:03:07, 973 ნახვა

საზოგადოება
უამინდობის გამო, გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია

უამინდობის გამო გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, საავტომობილო მოძრაობას საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.

„კახეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები თბილისი-ბაკურციხე-თელავის საავტომობილო მაგისტრალით ისარგებლებენ. გომბორის უღელტეხილზე ავტომანქანით გადაადგილება ამინდის გაუმჯობესების შემდეგ აღდგება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა დუშეთის რაიონშიც, სადაც გზები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ამ დროისთვის განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა მეტრო „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მიწისქვეშა გადასასვლელი დაიტბორა. ასევე, რამდენიმე ქუჩა დაიტბორა ვარკეთილში.

გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ „საქართველოს რკინიგზამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ უამინდობის გამო რამდენიმე მატარებლის მოძრაობა შეფერხდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics