10:47 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-18 19:00:27, 801 ნახვა

კომენტარი
გედევან ფოფხაძე: ჩემგან თეა წულუკიანს ეკუთვნის, რომ მისთვის ნასროლ ქვას წინ დავუდგე

„ჩემგან თეა წულუკიანს ეკუთვნის, რომ მისთვის ნასროლ ქვას წინ დავუდგე და მოვიხვედრო“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ იუსტიციის მინისტრის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თეა წულუკიანი ქართულ პოლიტიკაში მაღალი სტანდარტის მაჩვენებელია.

„თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ მას ესროლოს ქვა, ჯერ თვითონ იყოს იმ პოლიტიკური სტანდარტების მატარებელი და ერთგული, რაც გააჩნია იუსტიციის მინისტრს. შესაბამისად, ჩემგან თეა წულუკიანს ეკუთვნის, რომ მისთვის ნასროლ ქვას წინ დავუდგე და მოვიხვედრო და სხვებმა როგორც უნდა ისე ჩათავლონ“, განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი მცირე  მთავრობის კონცეფციაა, რაც საკანონმდებლო ცვლილებებს და შესაბამისად, გარკვეულ დროს საჭიროებს. სწორედ ამის გამო, ბახტაძის თქმით, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება კანონით დადგენილ ვადებში ვერ ესწრება.

„შედეგად ვიღებთ ვითარებას, როცა ხვალ პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად უნდა წარვდგეთ  დღეს არსებული სამთავრობო სტრუქტურით და კაბინეტის წევრთა ფორმალური შემადგენლობით, რომელთა ნაწილი ახალი კაბინეტის წევრი აღარ იქნება. დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ, როდესაც საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებები განხორციელდება, ხელახლა უნდა გავიაროთ ნდობის გამოცხადების პროცედურა უკვე განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ სამარის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ყირიმის მახლობლად ნავთობის ობიექტებს შეუტია
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics