07:10 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-16 11:30:33, 1390 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი კაპიტალმა საქართველოში ობლიგაციების ბაზრის შესახებ კვლევა ჩაატარა

თიბისი კაპიტალმა კვლევის - „ობლიგაციების ბაზარი საქართველოში" შედეგების პრეზენტაცია გამართა. ანგარიშში დეტალურადაა მიმოხილული ქვეყანაში ობლიგაციების ბაზრის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები.

თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, საქართველოში სახელმწიფო ობლიგაციების ბაზარი სწრაფად ვითარდება. კორპორაციულმა ბაზარმა განვითარება 2014 წელს დაიწყო, როდესაც ეროვნულმა ბანკმა  ადგილობრივ კომერციულ ბანკებს ნება დართო გირაოს სახით ლარში წარედგინათ დენომინირებული კორპორაციული ობლიგაციები. მიუხედავად სწრაფი ზრდისა, 2017 წლის ბოლოს საჯაროდ განთავსებული კორპორაციული ობლიგაციების ჯამურმა რაოდენობამ  232 მილიონ ლარი შეადგინა -  მშპ-ს მხოლოდ 0,6%-ი, რაც შესადარის ქვეყნებთან მიმართებაში დაბალი მაჩვენებელია. 

ანგარიშში ასევე მიმოხილულია კორპორაციული ბაზრის ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები, მათ შორის საგადასახადო შეღავათები საჯაროდ განთავსებული ობლიგაციებზე, კომპანიების გამჭვირვალეობის ზრდა საკანონმდებლო ნორმების მოთხოვნით, და ობლიგაციები ბაზრისთვის ხელისშემწყობი საკანონმდებლო და მარეგულირებელი გარემო.

კვლევაში განსაკუთრებული ადგილი უკავია საპენსიო რეფორმას, რომლის შედეგად, თიბისი კაპიტალის კვლევის გუნდი ვარაუდობს, რომ  გრძელვადიანი ლარის რესურსი გაჩნდება და მოხდება ფონდის დაახლოებით 4%-ის განთავსება ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში. თიბისი კაპიტალის კვლევის გუნდის განცხადებით, შესაძლებელია საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს კორპორატიული ობლიგაციების ბაზარი  1 მილიარდ ლარამდე გაიზარდოს.

„საქართველოს ბაზარზე კორპორაციული ობლიგაციები შედარებით ახალი პროდუქტია. ობლიგაციების პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნა ცალსახად მეტყველებს ბაზრის გააქტიურებაზე. საქარველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი განვითარების სტადიაშია და ვთვლით, რომ კიდევ უფრო მეტი კომპანია მიმართავს დაფინანსების ამ გზას და გადაწყვეტს მოახდინოს დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირება. კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზრდისთვის ბევრი ხელშემწყობი ფაქტორი უკვე არსებობს. აღსანიშნავია საპენსიო რეფორმაც,რომელიც ეკონომიკაში გრძელვადიანი ლარის რესურსს გააჩენს და მნიშნველოვან როლს ითამაშებს ბაზრის დინამიურ განვითარებაში", - განაცხადა ირაკლი ელაშვილმა, თიბისი კაპიტალის დირექტორმა.

თიბისი კაპიტალმა კვლევის შედეგები დამსწრე  აუდიტორიას ბიზნესფორუმზე წარუდგინა, რომელსაც ესწრებოდნენ საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე  კორპორაციული საკრედიტო რეიტინგების შესახებ მოხსენებით წარგდა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-იც.

ფორუმის დასასრულს, გაიმართა დისკუსია, რომლებშიც ჩართულები იყვნენ თიბისი კაპიტალის, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს საფონდო ბირჟის, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET-ის, სარეიტინგო კომპანია Scope Ratings-ის, იურიდიული ფირმა BLC Law Office-ისა და სს სილქნეტის წარმომადგენლები.

თიბისი კაპიტალის სრული ანგარიში - „ობლიგაციების ბაზარი საქართველოში" გამოქვეყნდება ბმულზე: www.tbcresearch.ge

თიბისი კაპიტალის თიბისი ბანკის შვილობილი ლიცენზირებული საბროკერო კომპანია და 2017 წლიდან თიბისი ბანკის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილია. თიბისი კაპიტალის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს კორპორაციული ფინანსური და საკრედიტო სარეიტინგო საკონსულტაციო, საბროკერო და კვლევითი მომსახურება, ასევე სასესხო კაპიტალის ბაზრებზე ობლიგაციების ემისია. ამავდროულად, თიბისი კაპიტალი არის საქართველოს საფონდო ბირჟის აქციონერი და თამაშობს აქტიურ როლს ბირჟის ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics