07:11 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-14 13:22:45, 1013 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ჩერქეზიშვილი: ტურიზმის კუთხით ქუვეითსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალია

ქუვეითის ავიაკომპანია ,,Jazeera Airways“-მა თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. ამასთან დაკავშირებით სასტუმრო „რედისონში“ საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე,

გიორგი ჩერქეზიშვილი, ავიაკომპანიის მენეჯმენტი, საქართველოში ,,Jazeera Airways’’-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია ,,ვოიაჟერი“, ეკონომიკის სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“, „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“, „საქაერონავიგაციისა“ და „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ქუვეითიდან ფრენები  2017 წელს დაიწყო. ეს არის უკვე მესამე კომპანია, რომელიც საავიაციო მიმოსვლას განახორციელებს თბილისსა და ქუვეითს შორის. ჩვენ მივესალმებით ერთ -ერთი წამყვანი ავიაკომპანიის შემოსვლას საქართველოში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ტურიზმის კუთხით საქართველოსა და ქუვეითს შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალია, რომელიც ასევე დადებითად აისახება საერთაშორისო ვაჭრობაზეც“ - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ბოლო წლებში ძალიან დინამიური ზრდა გვაქვს საავიაციო სფეროში.

„მაგალითად, 2018 წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი გაიზარდა  32 პროცენტით, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ტურისტული სეზონი დაიწყო და მგზავრების ზრდასთან ერთად ფართოვდება როგორც ჩვენი აეროპორტების ინფრასტრუქტურა, ასევე მომსახურების შესაძლებლობები“ - აღნიშნა ჩერქეზიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოსა და ქუვეითს შორის მგზავრთნაკადი 2017 წელს 2016 წელთან შედარებით 45%-ით გაიზარდა, ხოლო მთლიანად ყურის არაბული ქვეყნებიდან 53%-ით.

ქუვეითის ავიაკომპანია, პირველ ეტაპზე,  ელ-ქუვეითი-თბილისის მარშრუტზე კვირაში სამჯერ, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შემდეგი განრიგით იფრენს:

•           ელ-ქუვეითი- თბილისი-ელ-ქუვეითი : 14:50 -18:20

•           თბილისი- ელ-ქუვეითი - თბილისი :    19:10-20:45

„Jazeera Aiways“-ით ფრენისას ეკონომკლასის მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ  გადაიტანონ   30 კგ,    ხოლო ბიზნესკლასის მგზავრებს - 50 კგ ბარგი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ წარმომადგენლების განცხადებით, ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები 2016 წლის მარტიდან მიმდინარეობდა. მათივე ინფორმაციით, ავიაკომპანია „Jazeera Airways“-მა ელ-ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი ააშენა, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა და მგზავრებს კიდევ უფრო დახვეწილ მომსახურებას სთავაზობს. ავიაკომპანია ამ ეტაპზე 9 Airbus A320 ტიპის ავიახომალდს ფლობს და ის წარმოადგენს პირველ ავიაკომპანიას ახლო აღმოსავლეთში,  რომელიც 11 ივნისიდან ფრენებს A320neo ბორტით  ასრულებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics