11:17 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-13 18:13:08, 668 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის ახალ მოადგილესთან ტუია ალტანგერელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ზურაბ პატარაძემ ტუია ალტანგერელს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმარს რეგიონის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო და გაეროს განვითარების პროგრამის დადებით შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, გაეროს განვითარების პროგრამასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, რეგიონის კეთილდღეობისთვის არაერთი პროექტი განხორციელდა.

„გაეროს განვითარების პროგრამის უშუალო თანადგომით რეგიონში ხდება ისეთი სფეროების განვითარება, როგორებიცაა: ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და გარემოს დაცვა. განსაკუთრებულია პროექტ ENPARD-ის როლი აგრარულ დარგში მეტი ცოდნის ხელმისაწვდომობის, წარმოების ზრდისა და დარგის ინსტიტუციური განვითარების კუთხით" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

აჭარის მთავრობს თავმჯდომარემ გაეროს წარმომადგენელს რეგიონის განვითარებისთვის ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე ესაუბრა, როგორებიცაა ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზები, ესტაკადას და სტადიონის მშენებლობა, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, ასევე, სპორტული ტურიზმის განვითარების მიმართულებით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.

შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, აღინიშნა, რომ რეგიონისათვის ნაყოფიერი და საინტერესო პროექტები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს რეგიონში მასპინძლობისთვის და სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა გამოთქვა.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Euromoney Markets Awards - თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული კატასტროფის გამო შიმშილობა გამოაცხადა
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მოლაპარაკებებისთვის რუსეთში გაემგზავრა
მთავრობის ადმინისტრაცია ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებზე - სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონი გამოიყო, შემდეგ კი ეს თანხა 722 645 ლარამდე დაკორექტირდა და 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics