|
2018-06-13 15:13:53, 787 ნახვა
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
13 ივნისს, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრს, სრჯან დარმანოვიჩს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივაზე ისაუბრეს. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული ვიზიტი არის კარგი შესაძლებლობა, ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები გადავიდეს ახალ ეტაპზე. შეხვედრაზე ითქვა, რომ ორ ქვეყანას შორის წარმატებული პოლიტიკური ურთიერთობები მნიშვნელოვანი წინაპირობაა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის გაუმჯობესების, ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის გამოყენების მნიშვნელობას, რასაც ხელს შეუწყობს საქართველოში მონტენეგროს საპატიო საკონსულოს გახსნა. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული უვიზო რეჟიმი, ასევე, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურისტული და საინვესტიციო ნაკადების გაზრდას. საუბარი შეეხო იმ შესაძლებლობებს, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან და ჩინეთთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და გამოიკვეთება თანამშრომლობის პერსპექტივა სხვადასხვა სექტორში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)