07:48 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-13 13:24:58, 712 ნახვა

კომენტარი
ჭიჭინაძე: როდესაც არსებობს ამდენი პრეტენზია ჩვენი მთავრობის მიმართ და ამას უერთდება ხალხი, მთავრობა უნდა გადადგეს

„როდესაც არსებობს ამდენი პრეტენზია მთავრობის მიმართ და ამას უერთდება ხალხი, მთავრობა უნდა გადადგეს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გუშინ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ცვლილებებსაც შეეხო, თუმცა მან დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

„ცვლილებები საჭიროა, განსაკუთრებით, როდესაც Unicef-ის კვლევები გამოქვეყნდა, იქ არის ძალიან გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ როდესაც შევქმენით კომისია, არ ვენდეთ უმრავლესობას, ვენდეთ ოპოზიციას, რომ თურმე ის დაადგენს სიმართლეს ქვეყანაში და ჩვენ ამის უნარი არ შეგვწევს. როდესაც ჩვენ ეკონომიკას ვერ ვზრდით, ბანკებს არანორმალური მოგებები მივეცით, ბანკები კარნახობენ ხელისუფლებას, როგორ უნდა მოვიქცეთ, ყველა კანონს არღვევენ და ხელისუფლება ამაზე არ რეაგირებს, ხალხში გროვდება უკმაყოფილება. გამოსავალი არის, რომ მთავრობა უნდა გადადგეს. კრიზის გახსნის და დაძაბულობის მოხსნის საშუალება არის, როდესაც მთავრობა გადადგება, იქნება ახალი პროგრამა წარმოდგენილი, თუ ამანც არ უშველა პოლიტიკური ცხოვრების სხვა ეტაპები არსებობს“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ცნობილი იყო, შეხვედრაზე მათ საკადრო ცვლილებებზე უნდა ემსჯელათ, თუმცა შეხვედრის შემდეგ რამდენიმე დეპუტატმა აღნიშნა, რომ მსჯელობა Unicef-ის კვლევასთან დაკავშირებით გაიმართა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics