|
2018-06-13 11:42:15, 801 ნახვა
საზოგადოება
13 ივნისის სტიქიიდან 3 წელი გავიდა (ფოტოკოლაჟი)
13-14 ივნისის სტიქიიდან სამი წელი გავიდა. 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, 200-ზე მეტი ოჯახი და 1000-ზე ადამიანი დაზარალდა. დაიღუპა 21 და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი. განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. ყველაზე დიდი ზიანი თამარაშვილი-გმირთა მოედნის ტერიტორიას მიადგა. მთლიანად დაიტბორა მზიურისა და ზოოპარკის ტერიტორია. სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა დიდი ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი - სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი. დაზიანდა სატრანსპორტო საშუალებებიც. სტიქიის ზონაში თბილისის მერიამ პირველადი გადაუდებელი ღონისძიებები განახორციელა. დედაქალაქის მთავრობის შესაბამისმა სამსახურებმა 480 დაზარალებული მოქალაქე სასტუმროებში განათავსეს და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს. საჭიროებისამებრ, დაზარალებულ მოქალაქეებს გაუწიეს პირველადი სამედიცინო დახმარება, გადაეცათ მედიკამენტები და საკვები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვის სურვილი 10 000-ზე მეტმა მოხალისემ გამოთქვა. ახალგაზრდები სალიკვიდაციო სამუშაოებში სპეციალური სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ჩაებნენ. უპრეცედენტო მხარდაჭერა დაფიქსირდა შემოწირულობების შეგროვების მხრივაც. სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე თანხები, როგორც ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა, ასევე, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და ბანკებმა გადარიცხეს. მერიის ინფორმაციით, სულ დახმარებისა და შემოწირულობების სახით, 26 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა. მათივე ცნობით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა დღეისთვის სრულად აღდგენილია. აღსანიშნავია, რომ მდინარე ვერეზე წინასწარი შეტყობინების (განგაშის) სისტემა დამონტაჟდა. განლაგდა ატმოსფერული ნალექების მზომი მეტეოროლოგიური და მდინარეში წყლის დონის მზომი ჰიდროლოგიური საგუშაგოები.
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ALDE – დროა რუსეთმა არასასურველ ორგანიზაციად იმის გამო გამოაცხადა, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ, საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად და ევროპული მომავლისთვის იბრძვის
ხოშტარია -ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა, ეს ნამდვილად პატივია
რეჟიმის პატიმარმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|













































epn.ge (@expressnews.ge)