01:09 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-13 11:15:53, 11209 ნახვა

კულტურა
მოკლემეტრაჟიანი ფილმების მარათონის ParaShoot გამარჯვებულები გამოვლინდნენ

კინოთეატრ "ამირანში" სოციალურ თემებზე გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების მარათონის, ParaShoot გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

მარათონი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორიასთან თანამშრომლობითა და თიბისის მხარდაჭერით ჩაატარა. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს  სოციალური საკითხების წინ წამოწევას და კინოინდუსტრიაში ახალი სახეების აღმოჩენას.

ParaShoot-ში მონაწილეობას იღებდა მოყვარული და პროფესიონალი რეჟისორების, სცენარისტებისა და პროდიუსერებისგან შემდგარი 20 გუნდი. მათ 72 საათის განმავლობაში დაგეგმეს, გადაიღეს და დაამონტაჟეს მოკლემეტრაჟიანი ფილმები სოციალურ თემებზე, რომლებიც პროექტის მხარდამჭერი და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ იყო წარდგენილი.

დისკრიმინაცია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები, მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარება - ეს თემები მონაწილეებს გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) შესთავაზა, ეკოლოგიის თემა - თიბისიმ.

ექსპერტთა გუნდმა გამარჯვებული ფილმები ორ კატეგორიაში შეარჩია: პროფესიონალები და მოყვარულები. პროფესიონალების კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა გუნდმა KC, ფილმით - "Definitions", რომელიც დისკრიმინაციის თემაზეა გადაღებული. მოყვარულების კატეგორიაში საუკეთესოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები თემაზე გადაღებული ფილმი „როქი" დასახელდა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს სხვადასხვა პრიზით (Macbook Pro, iPad Pro) და ფულადი პრემიით, რათა მომავალშიც განაგრძონ სოციალური თემების მხარდაჭერა.

საკუთარი რჩეული ფილმი გამოავლინა თიბისიმაც. გუნდი - Ecofilms ეკოლოგიის თემაზე გადაღებული ფილმისთვის ბანკმა სპეციალური პრიზით,  ფულადი პრემიით დააჯილდოვა.

ParaShoot-ი ამერიკის საელჩოს პროექტია. მარათონს ატარებს დემოკრატიის ლაბორატორია. პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF).

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics