|
2018-06-12 15:57:00, 842 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 10.5%-ით გაიზარდა
მიმდინარე წლის 5 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 10.5 %-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” ავრცელებს. მათი ცნობით, სტატისტიკა გაუმჯობესებულია, როგორც გადაფრენების ასევე, აფრენა-დაფრენის მიმართულებით. „2018 წლის იანვარი - მაისის პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 57 919 ინსტრუმენტალური ფრენა. აღნიშნული მაჩვენებელი 5 500 ფრენით და 10.5%-ით მეტია 2017 წლის იმავე პრიოდის მაჩვენებელზე; ბოლო ხუთი თვის განმავლობაში შესრულებული გადაფრენების რიცხვი 41 925 ფრენას შეადგენს, რომელიც 2017 წლის მაჩვენებელზე 2 246 ფრენით, ანუ 5.7% -ით მეტია. აფრენა - დაფრენის რაოდენობა კი 15 994-ია, რაც 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3 254 ფრენით, ანუ 25.5%-ით არის გაზრდილი. საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია იანვრიდან მაისის ჩათვლით 16 385 340 კმ-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 32 454 კმ-ით და 0,2%-ით ნაკლებია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე, რაც შპს “საქაერონავიგაციის” მიერ დანერგილი თავისუფალი მარშრუტების კონცეფციის დადებითი შედეგია. საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად TURKISH AIRLINES INC, QATAR AIRWAYS, THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD, AZERBAIJAN AIRLINES – AZAL, SINGAPORE AIRLINES Ltd იყენებენ. საქართველოს აეროპორტებში აფრენა-დაფრენის ტოპ მომხმარებლად 2018 წელს, ისევ GEORGIAN AIRWAYS, TURKISH AIRLINES, WIZZ AIR, UKAINE AIRLINES დაფიქსირდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
(NS)
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ALDE – დროა რუსეთმა არასასურველ ორგანიზაციად იმის გამო გამოაცხადა, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ, საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად და ევროპული მომავლისთვის იბრძვის
ხოშტარია -ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა, ეს ნამდვილად პატივია
რეჟიმის პატიმარმა ზურაბ ჭავჭანიძემ საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)