|
2018-06-12 15:37:52, 811 ნახვა
რეგიონი
რა სიახლეებით ხვდება აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს?!
აჭარა ზაფხულს მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებითა და სიახლეებით ხვდება. რეგიონში ზღვაზე დასასვენებლად ჩამოსულ სტუმრებს მთიანი აჭარის საინტერესო ტურისტული მარშრუტები, ახალი განთავსების ადგილები, ტურისტული სერვისები, საერთაშორისო ფესტივალები და კონცერტები ელოდებათ. საზღვაო ტურისტული სეზონი რეგიონში 3 ივნისს, ზაფხულის ფესტივალით გაიხსნა. სეზონის განმავლობაში კი რეგიონის სტუმრები განებივრებულები იქნებიან ისეთი ფესტივალებითა და კონცერტებით, როგორებიცაა ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, შავი ზღვის ჯაზფესტივალი, ლეგენდარული ელტონ ჯონის ორ დღიანი კონცერტით ბლექსი არენაზე, ფერების ფესტივალითა და ფოლკლორის დღეებით ბათუმის ბულვარში. მთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველებს კი საინტერესო ეკოტურისტული, სათავგადასავლო და საინტერესო ტურისტული მარშრუტები ელოდებათ. უკვე მიმდინარეობს ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირება ხულოს მუნიციპალიტეტეში, სადაც მოგზაურებს 3 დღიანი წრიული მარშრუტების გავლა ცენტრალურ გზაზე ჩამოსვლის გარეშე მოუწევთ.
• ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის წრიული მარშრუტი • გოდერძი - მწვანე ტბა - შავი ტბა - დანისპარაულის წრიული მარშრუტი • ხულო-თაგო-სხალთის საფეხმავლო მარშრუტი მთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველებს სრულყოფილ ტურებს უკვე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ბოლო ორ წელში გადამზადებული გიდები შესთავაზებენ. სიახლეა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების კუთხითაც. განსაკუთრებით ეს ეხება კურორტ გოდერძის, სადაც საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები ჩაუტარდათ, რაც მათ ტურისტებთან კომუნიკაციას გაუმარტივებთ. გარდა ამისა, ხანძართ-უსაფრთხოებისა და ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით ტრენინგები ჩაუტარდა 80-მდე განთავსების ობიექტის 300 თანამშრომელს. ზაფხულის ტურისტულ სეზონზე იზრდება ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობაც. Tav Georgia-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ჯამში ბათუმის მიმართულებით 22 ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს ისრაელიდან, ირანიდან, რუსეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, ბელარუსიიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ამას დაემატება ჩარტერული რეისებიც. სეზონზე ბათუმის მიმართულებით კვირაში საშუალოდ 120-მდე ფრენა იგეგმება. განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება სეზონს რეგიონის ტურისტულად მიმზიდველი ადგილები: ბათუმის ბულვარი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბათუმის დელფინარიუმი. გასული წლის მსგავსად, წელსაც ბულვარში, ტურისტებს ერთ სტილში მოწყობილი საპლაჟო სექტორი დახვდებათ, თავისი საშხაპეებით, გასახდელებით, ერთნაირი შეზლონგებითა და სანაპიროზე ჩასასვლელი შშმ პირებზე ადაპტირებული ბილიკებით. წელს, აჭარაში დასვენების მსურველებს ახალი ტურისტული სერვისიც ელოდებათ. ბათუმის ულამაზესი ხედების ნახვა უკვე შვეულმფრენიდანაც იქნება შესაძლებელი. სიახლეა განთავსების ობიექტების მხრივაც. გასულ წელს რეგისტრირებულ 429 ობიექტს 9 ახალი შეემატა. კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო „გლორია“ კი ბათუმში ზაფხულის პერიოდში გაიხსნება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებას ტურისტების მოზიდვის მიზნით 16 სამიზნე ქვეყანაში ანხორციელებს. რეკლამა ძირითადად, სატელევიზიო რეკლამას, ონლაინ რეკლამას, პრესს და ინფოტურების ორგანიზებას, გარე რეკლამას და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში აჭარის წარმოჩენას ითვალისწინებს.
(NS)
Euromoney Markets Awards - თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული კატასტროფის გამო შიმშილობა გამოაცხადა
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი მოლაპარაკებებისთვის რუსეთში გაემგზავრა
მთავრობის ადმინისტრაცია ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებზე - სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონი გამოიყო, შემდეგ კი ეს თანხა 722 645 ლარამდე დაკორექტირდა და 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)