10:27 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 18:19:38, 1220 ნახვა

ეკონომიკა
„ლიბერთი ბანკის“ ხელშეწყობით, მათემატიკის ოლიმპიადა „გახდი ოლიმპიელი 2018“ დასრულდა

საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირმა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე- 6 კლასელებისთვის მათემატიკის ოლიმპიადა მესამედ ჩაატარა. 

,,გახდი ოლიმპიელი - 2018"  წელს განსაკუთრებული მასშტაბით წარიმართა. თბილისში, აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ბათუმში დასავლეთ საქართველოს რეგიონის  200 სკოლის 1337 მოსწავლე მონაწილეობდა.

,,ლიბერთი ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის  პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს მათემატიკის ოლიმპიადის მხარდაჭერას. წელს ორმა მოსწავლემ ფინალურ ტურში ქულების თანაბარი რაოდენობა მიიღო და ამიტომაც გადავწყვიტეთ ორივე გამარჯვებულის - ირაკლი  სულამანიძის და  ანანო ბახტაძის დაჯილდოვება.  ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სისტემის  ხელშეწყობა და მომავალშიც არაერთ მასშტაბურ პროექტს გამოვუცხადებთ მხარდაჭერას, წავახალისებთ მომავალ თაობას და წვლილს შევიტანთ მათი განათლების საქმეში“, – განაცხადა ლიბერთი ბანკის  დირექტორის მოადგილემ დავით ვერულაშვილმა.

 

 

(R)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრაზილიიდან გაქცეული ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ბოლსონარო შეერთებულ შტატებში ჩავიდა
აშშ ახლო აღმოსავლეთში „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო სისტემებს განალაგებს
უკრაინამ ტულას რეგიონში რუსეთის უდიდეს მეტალურგიულ და ქიმიურ ქარხანას დაარტყა
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics