05:28 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 15:46:26, 948 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გაჩეჩილაძე - პროგრამა „აწარმოე საქართველოში" რომ არა, საწარმოში ფულის ჩადებას ვერ გავრისკავდით

შპს „ტიფლის ტექსტილის" დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ „ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ძალიან მნიშვნელოვანია და ეფექტურად მიმდინარეობს. 

მისი საწარმო, პროგრამის ორი კომპონენტით სარგებლობს -  ფინანსებზე ხელმისაწვდომობის და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით.  

„ეკონომიკის სამინისტროს პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, რომ ეფექტურად მიმდინარეობს. ჩვენც მისი ბენეფიციარები ვართ. რომ არა ეკონომიკის  სამინისტროს ეს პროექტი, ჩვენ ამ საწარმოში ფულის ჩადებას ვერ გავრისკავდით და არ ჩავდებდით,. „პროგრამის ფარგლებში, ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ ის ძვირი ფული, რომელიც ბაზარზე არსებობს საკრედიტო რესურსის სახით, ჩვენთვის 2 წლის მანძილზე იაფი ყოფილიყო. ამან გადაგვაწყვეტინა, ინვესტიცია ქარხნის მშენებლობაში ჩაგვედო," - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.

„ტიფლის ტექსტილი" ჯერჯერობით მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზეა წარმოდგენილი, თუმცა ევროკავშირში ექსპორტის განხორციელებას გეგმავს. 

„ეს ის მიმართულებაა, რითაც ადგილად შევძლებთ ევროგაერთიანების ბაზარზე შესვლას. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს ევროკავშირთან, რითაც აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ," - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.  

მისივე თქმით, ეს პროგრამა უნდა გაგრძელდეს. 

„პროგრამა „აწარმოე საქართველოში", ვფიქრობ, უნდა გაგრძელდეს. დარწმუნებული ვარ, აღნიშნული შესაძლებლობით ბევრი ისარგებლებს და საქართველოს მასშტაბით კიდევ არაერთი საწარმო გაიხსნება," - განაცხადა  გიორგი გაჩეჩილაძემ. 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შპს „ტიფლის ტექსტილს" საწარმოს ასაშენებლად თბილისში, საიროს ქუჩის 81-ის მიმდებარედ 9492  კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა გადაეცა.

ასევე პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში თითქმის 190 000 ლარის თანადაფინანსება მოხდა სახელმწიფოს მხრიდან. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით კომპანიამ, შპს „ტიფლის ტექსტილ" საწარმოს თანამედროვე ხარისხის მანქანა-დანადგარებით აღჭურვა.  ინვესტიციის ჯამური მოცულობა 6 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics