|
2018-06-11 14:19:07, 843 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაცემული დახმარებით მივიღეთ ევროპის უმაღლესი სტანდარტით აღჭურვილი საწარმო
საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს შპს „ტიფლის ტექსტილი" ოფიციალურად გახსნა - საწარმო სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით სარგებლობს. დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად, საწარმოს მუშაობას გაეცნო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შპს „ტიფლის ტექსტილს" საწარმოს ასაშენებლად თბილისში, 9492 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა გადაეცა ტერიტორიაზე, რომელიც მანამდე არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობდა და უფუნქციო იყო. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით კომპანია „ტიფლის ტექსტილმა" საწარმო თანამედროვე ხარისხის მანქანა-დანადგარებით აღჭურვა. პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში თითქმის 190 000 ლარის თანადაფინანსება მოხდა სახელმწიფოს მხრიდან. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, წინდების მწარმოებელი საწარმო პროგრამის ორი კომპონენტით სარგებლობს - ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით. „ეს დახმარება ღირს იმ შედეგად, რასაც დღეს ვხედავთ - ევროპის უმაღლესი სტანდარტით აღჭურვილ საწარმოს, რომელიც დღეს უკვე აწარმოებს ქალის, მამაკაცისა და ბავშვების წინდებს, რომელსაც აქვს უმაღლესი ხარისხი. დღეისთვის საწარმოში ჯამურად უკვე 6 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციაა განხორციელებული", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, საწარმოში პირველ ეტაპზე უკვე 50 ადამიანია დასაქმებული, მეორე ეტაპზე კი სულ მცირე ამდენივე სამუშაო ადგილი დაემატება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. „ტიფლის ტექსტილს" მიერ წარმოებული პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე ძალიან მოთხოვნადი იქნება, გამომდინარე მისი ხარისხიდან და მეორე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია - პროდუქცია განკუთვნილია ექსპორტისთვის, რაც, რა თქმა უნდა, შეამცირებს ჩვენს საგადასახადო ბალანსს და ქვეყანაში მეტ ვალუტას შემოიტანს", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)