06:05 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-09 20:17:00, 1062 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე: სუბელიანის დაკავება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ეს არ არის კვანძის ბოლომდე გახსნა

„ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, თუმცა, ეს არ არის კვანძის ბოლომდე გახსნა და ეს არ არის ყველა კითხვაზე პასუხის მოძებნა“, - ასე გამოეხმაურა დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის დაკავებას.

მისი თქმით, სუბელიანთან დაკავშირებით პასუხები ჯერ კიდევ საპოვნელია, მათ შორის იმ კუთხითაც, კიდევ ხომ არ იკვეთება სხვა დანაშაული, მაგალითად გარკვეული სამხილების განადგურების ან რაღაცის შეცვლის ფაქტი.

„ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, თუმცა, ეს არ არის კვანძის ბოლომდე გახსნა და ეს არ არის ყველა კითხვაზე პასუხის მოძებნა.  აქედან გამომდინარე, საგამოძიებო კომისია  ყველა საკითხზე გააგრძელებს მუშაობას, მათ შორის შეეცდება, კითხვებს პასუხი გასცეს, რომელზეც ჯერჯერობით, თითქოს, გასცა შს სამინისტრომ. ასევე იპოვის გამოსავალს რომ ყველა კითხვას პასუხი მოეფინოს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დაკავებულია. „გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. მირზა სუბელიანი აღიარებს ბრალდებას. აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.

ამასთან, შსს-მ საქმეზე კიდევ ერთი პირი - მერაბ მორჩაძე დააკავა, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, სასამართლოში ჩვენების შეცვლის მიზნით, ერთ-ერთ ბრალდებულზე გავლენა მოახდინა. "გამოძიებით დადგინდა, რომ მერაბ მორჩაძემ, სასამართლოში ჩვენების შეცვლის მიზნით, გავლენა მოახდინა ბრალდებულ მ.კ.-ზე, რომელიც მკვლელობის ჩადენაში ამხელდა მერაბ მორჩაძის მეგობრის შვილს - ბრალდებულ გ.ჯ.-ს. მერაბ მორჩაძე არაერთხელ შეხვდა ძმებს - მ.კ.-ს და ლ.კ.-ს, ბრალდებულ გ. ჯ.-ს სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით, გადასცა მათ გარკვეული თანხა და სანაცვლოდ მ.კ.-ს მოსთხოვა სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემა, რომ თითქოს მ.კ.-ს დანაშაულის ჩადენის მომენტში გ.ჯ.-ს ხელში არ დაუნახავს მკვლელობის იარაღი. მერაბ მორჩაძე მ.კ.-ს ასევე დაპირდა სამართალდამცავ ორგანოებთან ჩვენების შეცვლით გამოწვეული შესაძლო პრობლემების მოგვარებას და საკუთარი კავშირების გამოყენებას საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის. მორჩაძე სსკ-ის 372-ე მუხლით არის დაკავებული, რომელიც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების დროს ორი მოზარდი - ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე დაჭრეს. დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი, ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააპატიმრეს, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა. 1 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ.-ს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ჯ.-ს 9 წლითა და 9 თვით.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics