22:46 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-09 19:39:53, 1262 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერი ლისის ტბაზე სპორტულ ღონისძიებებს დაესწრო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით დაფუძნებულ სპორტულ ფესტივალს „თბი-ლისი“ დაესწრო.

„დღეს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებით, სადაც პროექტის „თბი-ლისი“ ფარგლებში, სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს. ძალიან მიხარია, რომ ხალხმრავლობაა, ბევრი ახალგაზრდაა მოსული. მნიშვნელოვანია, რომ ფედერაციებს გამოვუყავით თანხები ვაჯიშისთვის  აუცილებელი ეკიპირების შესაძენად. ამისთვის 600 ათასი ლარია გამოყოფილი და მათ წარმოადგინეს ყველაფერი, რაც ამ თანხებით იქნა შესყიდული.  ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის ხელშეწყობა იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ჯანსაღი თაობები. ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესი არის მნიშვნელოვანი. ეს კონკრეტული პროექტი ყოველ შაბათს ადამიანებს მოემსახურება. ყველაფერი არის უფასო. ნებისმიერი თაობის წარმომადგენელს შეუძლია მოვიდეს, გაერთოს და სასიამოვნო დღეები გაატაროს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად, ლისზე სპორტულ ღონისძიებებს მერის მოადგილეები სოფიო ხუნწარია და ირაკლი ბენდელიანი, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი გვილავა, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ბასილაია და თბილისის საკრებულოს დეპუტატები შალვა ოგბაიძე და გიორგი ბირბიჩაძე დაესწრნენ.  

ლისის ტბაზე, სპორტული აქტივობების გარდა, ART მარკეტი ფუნქციონირებს, სადაც საქართველოში დამზადებული ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა–გაყიდვა იმართება. ფესტივალი პატარების გასართობ აქტივობებსაც მოიცავს და დილიდან აქტიურია  საბავშვო კუთხე. 

ასევე, სპორტული აქტივობების ფარგლებში, სხვადასხვა შეჯიბრებები იმართება. დღესვე, სპორტული ფედერაციებისთვის შეძენილი ინვენტარის და ეკიპირების ნაწილის გადაცემა მოხდება. დღევანდელი ღონისძიება  „გუფილენდის“ კონცერტით დასრულდება.

ფესტივალი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მასობრივი სპორტის განვითარებას, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციას და დასვენებისა და გართობისთვის სასურველი გარემოს შექმნას ემსახურება. 

საფესტივალო ღონისძიებები შემოდგომის ჩათვლით, ყოველ შაბათს გაიმართება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics