22:47 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-09 18:26:50, 982 ნახვა

საზოგადოება
სერგეენკო - გომბორზე ავარიის დროს დაშავებული 3 პაციენტი თბილისში გადაიყვანეს

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გომბორის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებულების სამედიცინო ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.

როგორ მინისტრმა აღნიშნა, რეფერალურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 20 პაციენტი რჩება. მისივე ინფორმაციით, თელავიდან თბილისში 3 პაციენტი გადაიყვანეს. 

„ამ კლინიკას ყველა რესურსი აქვს, რომ პაციენტების მდგომარეობაზე იზრუნოს. კრიტიკული მდგომარეობა არცერთს არ აქვს. რეანიმაციაში იმყოფება ოთხი. საუბედუროდ, ავარიის დროს ოთხი გარდაიცვალა. ვინც ახლა აქ კლინიკაშია, მათი მდგომარეობა გადაუდებელ დახმარებას მიეკუთვნება და ბუნებრივია, საყოველთაო დაზღვევა მოქმედებს”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.

მან დაშავებული მოქალაქეები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში პირადად მოინახულა. 

შეგახსენებთ, გომბორის უღელტეხილზე რომ გომბორის უღელტეხილზე თელავის რაიონის სოფელ თეთრი წყლების მიმდებარედ, კახეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელშიც თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ საავტომობილო გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 16 ადამიანმა, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics