06:03 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-09 17:41:57, 739 ნახვა

კომენტარი
„თუ პირი ეჭვმიტანილია, მის მიმართ სამედიცინო ინსტრუმენტების სადამსჯელო მიზნით გამოყენება არ ხდება“ - ციხელაშვილი ცხინვალიდან პაციენტის გადმოყვანაზე

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული ცხინვალიდან ღუდუშაურის კლინიკაში პაციენტის გადმოყვანის შესახებ გავრცელებული ინფორმაციას გამოეხმაურა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უფასო სამედიცინო მომსახურების რეფერალური პროგრამა არის ჰუმანიტარული პროგრამა, რომლის მიზანი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის, მათი სასიცოცხლო საჭიროებებიდან გამომდინარე, დახმარების გაწევაა.

"ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან ბევრი პაციენტი შემოდის ოკუპირებული ტერიტორიებიდან სხვადასხვა კლინიკაში, მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, „წითელი ჯვრის“ მეშვეობითაც და ხდება ამ პაციენტების სიცოცხლის გადარჩენა, მათთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა და ცხადია, არა ნათესაური კავშირების ან მსგავსი ნიშნით. მაგრამ ზოგადად გეტყვით იმასაც, რომ თუ პირის მიმართ არსებობს გარკვეული ეჭვი, თუ პირი არის ეჭვმიტანილი, ან არის მასალები რაიმე დანაშაულთან დაკავშირებით, ასეთი შემთხვევებიც ყოფილა, ცხადია, ხდება სამართლებრივი რეაგირება და არა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება სადამსჯელო მიზნით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხდება როგორც ჩანს გარკვეული პირების მხრიდან არა ერთი დაუზუსტებელი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება და ამით აჟიოტაჟის ატეხვა და გარკვეული დაძაბულობის შექმნა ძალიან მგრძნობიარე, მტკივნეულ თემასთან დაკავშირებით. საჭიროა მეტი პასუხისმგებლობა ასეთ საკითხებთან მიმართებაში, იმისათვის რომ გარკვეული ქმედებები ან სპეკულაცია არ აღმოჩნდეს ზიანის მომტანი არა მხოლოდ კონკრეტული საქმისთვის, არამედ ზოგადად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილი.

ცნობისთის, ღუდუშაურის კლინიკის დირექტორის პირველი მოადგილე, მარინა გელანტია ადასტურებს, რომ 7 ივნისს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან „წითელი ჯვრის“ მეშვეობით პაციენტი გადმოიყვანეს. რაც შეეხება კითხვას - იყო თუ არა აღნიშნული პაციენტი ასლან ჯიოევი, გელანტიამ აღნიშნა, რომ მის ვინაობას ვერ დაასახელებს. 

შეგახსენებთ, ანტიოკუპაციური მოძრაობის „ძალა ერთობიაშია“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრი, ასლან ჯიოევი თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება. ქაცარავას განცხადებით, ჯიოევი ახალგორის ე.წ. მილიციის უფროსის, ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრია, ხაჩიროვი კი, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ორგანიზატორი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics